• შესაძლებელია თუ არა პროექტში მიიღოს მონაწილეობა ყველა რეგიონმა და თვითმმართველმა ქალაქებმა?

    პროგრამა ხორციელდება მთელი საქართველოს მასშტაბით (გარდა თვითმმართველი ქალაქებისა).

  • შესაძლებელია თუ არა ენერგოეფექტური ღუმელების შეძენა ნებისმიერი მომწოდებლისგან?

    ენერგოეფექტური ღუმელი შეძენა შესაძლოა მხოლოდ პროგრამაში ჩართული ღუმელების მწარმოებლებისგან, რომელთა მიერ წარმოებული ღუმელების აკმაყოფილებს პროგრამის ფარგლებში დადგენილ პარამეტრებს (კრიტერიუმებს), მწარმოებლების შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ვებგვერდზე

     

  • ვის შეუძლია გახდეს პროგრამის ბენეფიციარი?

    პროგრამის ბენეფიციარი შესაძლოა იყოს საქართველოს მოქალაქე სრულწლოვანი ფიზიკური პირი, რომელიც არის ერთი შინამეურნეობის წარმომადგენელი.  

  • სად შეიძლება ინფორმაციის მოძიება ენერგოეფექტური ღუმელების პარამეტრებთან მიმართებაში?

    პროგრამის ფარგლებში დადგენილი პარამეტრების (კრიტერიუმების) ხილვა იხილეთ ბმულზე. 

     

  • რას მოიაზრებს ენერგოეფექტური ღუმელები და რისთვის არის შესაძლებელი მათი გამოყენება?

    პროგრამაში ჩართული ენერგოეფექტური ღუმელების თბური სიმძლავრე გახლავთ არანაკლებ 7 კვტ; ენერგოეფექტურობა არანაკლებ 70%; CO-ს ემისია ნამწვ აირებში არ აჭარბებს 1%-ს ჟანგბადის 13% შემცველობისას.

    მისი გამოყენება შესაძლებელია, როგორც გასათბობად, ასევე უმეტეს შემთხვევაში საჭმლის მოსამზადებლადაც.

     

  • როგორ ხდება თანადაფინანსების გაცემა?

    თანადაფინანსების მისაღებად გასავლელი ეტაპების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ვებგვერდზე.

     

  • რა მიმართულებით ფინანსდებიან ენერგოეფექტური ღუმელების მწარმოებლები?;

    ენერგოეფექტური ღუმელების მწარმოებლებს შესაძლებლობა აქვს ისარგებლონ სააგენტოს შემდეგი თანადაფინანსების პროგრამებით: 

    • ენერგოეფექტური ღუმელების თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში, ენერგოეფექტური ღუმელების განსაზღვრულ კრიტერიუმებთან შესაბამისობის დადგენის ღირებულების თანადაფინანსებით/ანაზღაურებით. კომპონენტის შესახებ ინფორმაცია იხილეთ ვებგვერდზე.
    • გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტის, გადამამუშავებელი საწარმოების კომპონენტის ფარგლებში ახალი ენერგოეფექტური ღუმელების საწარმოს შექმნის ან არსებული ენერგოეფექტური ღუმელების საწარმოს გაფართოების/მოდერნიზების თანადაფინანსება; პირობები საგრანტო პროექტის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ვებგვერზე.
    • შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში, ახალი ენერგოეფექტური ღუმელების საწარმოს შექმნის ან არსებული ენერგო-ეფექტური ღუმელების საწარმოს გაფართოება/მოდერნიზების მიზნობრიობით აღებულ შეღავათიან კრედიტზე საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსება; პირობები შეღავათიანი აგროკრედიტის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ვებგვერდზე.
  • ეკისრებათ თუ არა რაიმე სახის ვალდებულებები პროგრამის ფარგლებში დაფინანსებულ ბენეფიციარებს?

    ბენეფიციარების ვალდებულებები ენერგოეფექტური ღუმელების თანადაფინანსების ფარგლებში იხილეთ ვებგვერდზე.