- ვის შეუძლია პროგრამაში მონაწილეობის მიღება?პროგრამის ბენეფიციარი შეიძლება იყოს ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელთანაც სააგენტოს პროექტების ფარგლებში გაფორმებულია/ან შესაძლებელია გაფორმდეს თანადაფინანსების ხელშეკრულება. ან სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი, ან უცხოელი კონსულტანტის მომსახურების თანადაფინანსების მიზნობრიობის შემთხვევაში არანაკლებ 10 პირისაგან შექმნილი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი (ასოციაცია) და/ან სასოფლო-სამეურნეო სტატუსის მქონე კოოპერატივი და/ან არანაკლებ 10 პირისგან შექმნილი „წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე შექმნილი, წევრობაზე დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელთანაც შესაძლებელია, გაფორმდეს ხელშეკრულება. 
- სად და რა ფორმით უნდა წარმოვადგინო განაცხადი პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად?შევსებული განაცხადის ფორმა და თანმდევი დოკუმენტაცია შეგიძლიათ მატერიალური სახით წარმოადგინოთ სოფლის განვითარების სააგენტოს ადმინისტრაციულ დეპარტამენტის საქმისწარმოების სამსახურში ან რეგიონულ სამსახურებსა და საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრებში. განაცხადის გადმოგზავნა ასევე შესაძლებელია ელ.ფოსტის საშუალებით: document@rda.gov.ge -ზე. 
- სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შემთხვევაში რა ტიპის აღჭურვილობები დაფინანსდება?აღჭურვილობის ნაწილში დაფინანსდება – სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მიერ წარმოებული პროდუქტის საბოლოო სასაქონლო სახის მისაცემად საჭირო მანქანა-დანადგარები (მათ შორის, ეტიკეტირების, დამჭრელი, დოზირების, დამფასოებელი, ჩამოსასხმელი, თარიღატორი). 
- დასაშვებია თუ არა ერთდროულად ორ კომპონენტში მონაწილეობის მიღება?პოტენციურ ბენეფიციარს შეუძლია ერთდროულად შემოიტანოს განაცხადი/თანმდევი დოკუმენტაცია ორ კომპონენტში (მაგ. სურსათის უვნებლობის მართვის საერთაშორისო სისტემების/ სტანდარტების დანერგვისა და სერტიფიცირების თანადაფინანსების და ბრენდირების ან/და შეფუთვის დიზაინის შექმნის თანადაფინანსების კომპონენტებში). 
- პირველად ვის უნდა მიმართოს პოტენციურმა ბენეფიციარმა, როდესაც დონორი ორგანიზაციისგან იღებს დაფინანსებას?როდესაც პოტენციური ბენეფიციარი დონორი ორგანიზაციისგანაც იღებს დაფინანსებას, ამ შემთხვევაში თავდაპირველად უნდა მიმართოს დონორ ორგანიზაციას, წარმოგვიდგინოს დაფინანსების დამადასტურებელი დოკუმენტი და მერე მოგვმართოს განცხადებით. 
- სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის შემთხვევაში თუ არის შესაძლებელი რეგისტრაციის საფასურის წინასწარ გადახდა?დასაშვებია. ასეთ შემთხვევაში პოტენციურმა ბენეფიციარმა უნდა წარმოადგინოს თანხის სრულად გადახდისა და სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტები, რომლის გაცემის ვადა არ უნდა აღემატებოდეს განაცხადის წარმოდგენიდან 6 თვეს.