- ვის შეუძლია პროექტში მიიღოს მონაწილეობა?პროექტში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოს მოქალაქე ფიზიკურ პირს ან საქართველოში რეგისტრირებულ მეწარმე ფიზიკურ/იურიდიულ პირს. 
- დაფინანსდება თუ არა ტექნიკის ნაწილები?პროგრამის ფარგლებში, ტექნიკის ნაწილები არ ფინანსდება. 
- სად და როგორი ფორმით უნდა წარვადგინო განაცხადი?განაცხადების წარმოდგენა ხორციელდება მხოლოდ ელექტრონულად, ვებგვერდის საშუალებით. 
- განაცხადთან ერთად რა დოკუმენტები უნდა წარმოვადგინო?განაცხადთან ერთად დოკუმენტების წარმოდგენა არ არის საჭირო. 
- როდის უნდა წარმოვადგინო დოკუმენტები?განაცხადის შემოტანიდან 5 დღის განმავლობაში ვალდებული ხართ, ვებგვერდის საშუალებით ატვირთოთ დოკუმენტები. 
- რომელი დოკუმენტები უნდა წარმოვადგინო?
- განაცხადზე გადაწყვეტილება რა ფორმით მეცნობება?გადაწყვეტილება შეგიძლიათ იხილოთ ვებგვერდზე, პირად ანგარიშზე ავტორიზაციის შემდეგ. 
- როდის არის განაცხადების შემოტანა შესაძლებელი?განაცხადების მიღების დრო განთავსებულია ვებგვერდზე. 
- როდის სრულდება განაცხადების მიღება?განაცხადების მიღება სრულდება პროგრამის ფარგლებში განსაზღვრული ბიუჯეტის ამოწურვის შემდეგ. 
- როგორ უნდა მოვიქცე განაცხადის უარყოფის შემთხვევაში?იმ შემთხვევაში თუ მოცემულ მომენტში ხელმისაწვდომია პროგრამის ბიუჯეტი, შეგიძლიათ შემოიტანოთ ახალი განაცხადი.