- არის თუ არა განსაზღვრული პროგრამაში მონაწილეობისთვის მიწის ფართობები?დიახ, პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი ან მისი წევრები უნდა ფლობდნენ ჯამურად არანაკლებ 20 ჰექტარ მიწის ფართობს, ხოლო მაღალმთიანი დასახლების შემთხვევაში არანაკლებ 10 ჰექტარს ჯამურად. 
- რა სახის ვალდებულება ეკისრებათ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს დაფინანსების მიღების შემდგომ?ხელშეკრულების გაფორმებიდან 5 წლის განმავლობაში შეინარჩუნოს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსი, შეინარჩუნოს პროგრამით განსაზღვრული მეპაიეთა და მიწის ფართობის მინიმალური რაოდენობა, არ გაასხვისონ თანადაფინანსებით შეძენილი ტექნიკა, 
- შესაძლებელია თუ არა ადგილზე წარმოვადგინოთ განაცხადი და თანმდევი დოკუმენტაცია?პროგრამაში განაცხადების მიღება ხორციელდება ელექტრონულად, ვებგვერდის მეშვეობით. 
- ხომ არ არის განსაზღვრული პროგრამის ფარგლებში განაცხადების მიღების ბოლო ვადა?განაცხადების მიღების ბოლო ვადა განსაზღვრული არ არის, პროგრამა ხორციელდება ბიუჯეტის ამოწურვამდე. 
- შესაძლებელია თუ არა საკუთარი თანამონაწილეობისთვის შეღავათიანი აგროკრედიტით სარგებლობა?დიახ, შესაძლებელია ბენეფიციარის თანამონაწილეობის წყაროს წარმოადგენდეს შეღავათიანი აგროკრედიტი. 
- შესაძლებელია თუ არა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივმა მიიღოს პროგრამაში მონაწილეობა თუ მას იჯარით აქვს მიღებული მიწის ფართობი?პროგრამის ფარგლებში დასაშვებია იჯარა/ქვეიჯარა მხოლოდ სახელმწიფოსგან, მუნიციპალიტეტისგან ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისგან, ამასთან იჯარის დარჩენილი პერიოდი სააგენტოში განაცხადის შემოტანის დროს უნდა შეადგენდეს არანაკლებ 5 წელს. 
- რამდენი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის დაფინანსებაა შესაძლებელი ერთ ადმინისტრაციულ ერთეულში?ერთ ადმინისტრაციულ ერთეულში შესაძლებელია არაუმეტეს 3 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის დაფინანსება. 
- შეუძლიათ თუ არა მონაწილეობის მიღება მიწის ფართობის თანამესაკუთრეებს, რომლებიც არ არიან სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წევრები?არა, პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მხოლოდ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს.