- ვის შეუძლია პროექტში მონაწილეობის მიღება?პროექტში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოს მოქალაქე ფიზიკურ პირს ან საქართველოში რეგისტრირებულ მეწარმე ფიზიკურ/იურიდიულ პირს. 
- რა ტიპის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის დაფინანსებას ითვალისწინებს პროგრამა?პროგრამა ითვალისწინებს მარცვლეულის ამღები კომბაინისა და ნებისმიერი კულტურის (გარდა ყურძნისა) მოსავლის ამღები ტექნიკის, როგორც თვითმავალის ასევე მისაბმელის ტიპის თანადაფინანსებას. 
- დაფინანსდება თუ არა ტექნიკის ნაწილები?პროგრამის ფარგლებში, ტექნიკის ნაწილები არ ფინანსდება. 
- სად და როგორი ფორმით უნდა წარვადგინო განაცხადი?განაცხადების წარმოდგენა ხორციელდება მხოლოდ ელექტრონულად, ვებგვერდის საშუალებით. 
- განაცხადთან ერთად რა დოკუმენტები უნდა წარმოვადგინო?იხილეთ წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა. 
- განაცხადზე გადაწყვეტილება რა ფორმით მეცნობება?გადაწყვეტილება შეგიძლიათ იხილოთ ვებგვერდზე, პირად ანგარიშზე ავტორიზაციის შემდეგ. 
- როდის არის განაცხადების შემოტანა შესაძლებელი?განაცხადების მიღების დრო განთავსებულია ვებგვერდზე. 
- როდის სრულდება განაცხადების მიღება?განაცხადების მიღება სრულდება შესაბამისი ბიუჯეტის ამოწურვის შემდეგ. 
- განაცხადის უარყოფის შემთხვევაში როგორ ვიქცევი?იმ შემთხვევაში, თუ მოცემულ მომენტში ხელმისაწვდომია პროგრამის ბიუჯეტი, შეგიძლიათ შემოიტანოთ ახალი განაცხადი.