- შეუძლია თუ არა ნებისმიერ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს მიიღოს პროგრამაში მონაწილეობა?პროგრამის პოტენციურ ბენეფიციარს სააგენტოს მიერ განხორციელებული პროექტების/პროგრამების ფარგლებში ერთ მუნიციპალიტეტში გაშენებული უნდა ჰქონდეს ლურჯი მოცვის ან/და მაყვლის ან/და ჟოლოს ბაღი ან სასოფლო-სამეურნეო სტატუსის მქონე კოოპერატივის არანაკლებ ხუთ მეპაიეს საკუთრებაში უნდა ჰქონდეს სააგენტოს პროექტების/პროგრამების ფარგლებში ერთ მუნიციპალიტეტში გაშენებული ლურჯი მოცვის ან/და მაყვლის ან/და ჟოლოს ბაღი. 
- რა ფართობზე უნდა იყოს გაშენებული კენკროვანი კულტურის ბაღი, რომ მიიღოს პროგრამაში მონაწილეობა?პოტენციურ ბენეფიციარის ან/და მისი არანაკლებ ხუთი მეპაიის საკუთრებაში არსებული ლურჯი მოცვის ან/და მაყვლის ან/და ჟოლოს ბაღები, რომლებიც გაშენებულია სააგენტოს მიერ განხორციელებული პროექტების/პროგრამების ფარგლებში, ჯამურად უნდა შეადგენდეს არანაკლებ 10 ჰა-ს. 
- რა მოცულობის/ტონის მაცივრების დაფინანსებაა შესაძლებელი პროგრამის ფარგლებში?პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება/ანაზღაურდება არანაკლებ 30 ტონა მოცულობის შენახვაზე გათვლილი შესანახი მაცივარი/მაცივრები. 
- რომელი უწყება განსაზღვრავს შესანახი მაცივრების ტექნიკურ პარამეტრებს?პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება/ანაზღაურდება სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მიერ განსაზღვრული პარამეტრების შესაბამისი შესანახი მაცივრები. 
- სავალდებულოა თუ არა მიზნობრიობის შესრულების დამადასტურებელი აუდიტის დასკვნის წარმოდგენის შემდგომ სააგენტოს მხრიდან საველე მონიტორინგის განხორციელება?არა, თუმცა სააგენტო უფლებამოსილია, ნებისმიერ დროს, საკუთარი შეხედულებისამებრ, განახორციელოს საველე და დოკუმენტური მონიტორინგი. 
- შესაძლებელია თუ არა დაფინანსდეს შესანახი მაცივრების ტრანსპორტირების და მონტაჟის ხარჯები?კი, პროექტის დასაფინანსებელი/ასანაზღაურებელი ჯამური ღირებულება მოიცავს შესანახი მაცივრის, ტრანსპორტირების, განბაჟების და მონტაჟის/ინსტალაციის ღირებულებას.