პროგრამებში/პროექტებში მონაწილეობის მსურველებმა განაცხადები უნდა წარმოადგინონ მხოლოდ ქართულ ენაზე.

ბენეფიციარის შესასრულებელი ვალდებულება

ბენეფიციარი ვალდებულია შემნახველი ან/და გადამამუშავებელი საწარმოს ან/და სასათბურე მეურნეობის ან/და ფერმის / მსხვილფეხა ან/და წვრილფეხა პირუტყვის ფერმის აღდგენისთვის დახმარების მიღებიდან 2 წლის განმავლობაში:

ა) არ გაასხვისოს სასათბურე მეურნეობა ან/და ფერმა / მსხვილფეხა ან/და წვრილფეხა პირუტყვის ფერმა ან/და შემნახველი ან/და გადამამუშავებელი საწარმო; 

ბ) შეინარჩუნოს  სასათბურე მეურნეობის ან/და ფერმის / მსხვილფეხა ან/და წვრილფეხა პირუტყვის ფერმის ან/და შემნახველი ან/და გადამამუშავებელი საწარმოს პროფილი.

მონიტორიგნი 

სააგენტო უფლებამოსილია, ნებისმიერ დროს, საკუთარი შეხედულებისამებრ, განახორციელოს პროგრამის ფარგლებში საველე და დოკუმენტური მონიტორინგი.

ბენეფიციარმა, ხელშეკრულებით გათვალისწინებული მიზნობრიობის შესრულების დასადასტურებლად, უნდა წარადგინოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის მიერ წარმოებულ რეესტრში არსებული პირის საექსპერტო/აუდიტორული ან სსიპ − ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა საინვესტიციო ღირებულების მიზნობრივად ხარჯვასა და მიზნობრიობის შესრულებასთან დაკავშირებით.