ფერმერული მეურნეობებისა და სოფლად არსებული საწარმოების რეესტრი
ფერმერული მეურნეობებისა და სოფლად არსებული საწარმოების რეესტრი წარმოადგენს ერთიან ელექტრონულ სისტემას, სადაც თავს იყრის ინფორმაცია ფერმერული მეურნეობებისა და სოფლაად არსებული საწარმოების შესახებ.
რეესტრში რეგისტრაცია აუცილებელი პირობაა სოფლის მეურნეობის მხარდამჭერ სახელმწიფო პროგრამებსა და პროექტებში მონაწილეობის მისაღებად.
რეგისტრაცია შესაძლებელია:
- სოფლის განვითარების სააგენტოს ცენტრალურ ოფისში;
- სააგენტოს მუნიციპალიტეტებში მოქმედ საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრებში.
რეგისტრაციის პროცესში ელექტრონულ სისტემაში აისახება მონაცემები:
- ინფორმაცია მიწის ნაკვეთების შესახებ;
- პერსონალური ინფორმაცია;
- ინფორმაცია სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის შესახებ.
რეგისტრაციისთვის აუცილებელი დოკუმენტების ნუსხა გამოქვეყნდება მოგვიანებით.