პროგრამებში/პროექტებში მონაწილეობის მსურველებმა განაცხადები უნდა წარმოადგინონ მხოლოდ ქართულ ენაზე.

პოტენციური ბენეფიციარის შესაბამისობის კრიტერიუმები

პოტენციური ბენეფიციარი არის პირი, რომელსაც იმერეთისა და/ან გურიის რეგიონებში  „მერძევეობის დარგის მოდერნიზაციისა და ბაზარზე წვდომის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში შექმნილი აქვს ფერმერული მეურნეობა, „საპილოტე პროგრამა ქალებისთვის“ ფარგლებში შექმნილი აქვს სასათბურე მეურნეობა, „გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტის“  ფარგლებში შექმნილი აქვს გადამამუშავებელი ან/და შემნახველი საწარმო ან/და „შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის“ ფარგლებში შექმნილი აქვს გადამამუშავებელი ან/და შემნახველი საწარმო ან/და მსხვილფეხა ან/და წვრილფეხა პირუტყვის ფერმა ან/და სასათბურე მეურნეობა.  

პროგრამის პოტენციური ბენეფიციარის მიერ განაცხადით წარდგენილი პროექტი, რომელზეც გაიცემა დახმარება, უნდა დასტურდებოდეს წერილობითი ფორმით შესაბამისი მუნიციპალიტეტების მერიებისაგან შესაბამისი ობიექტის 2025 წლის თებერვლის თვეში გურიისა და იმერეთის რეგიონებში დიდთოვლობის შედეგად დაზიანების ფაქტი.

პროგრამის პოტენციურ ბენეფიციარს, რომელსაც სურს განაცხადით წარმოდგენილი პროექტით გათვალისწინებული დახმარების მიღება, სააგენტოში 2025 წლის 30 მარტამდე წარმოდგენილი უნდა ჰქონდეს იმერეთისა ან/და გურიის რეგიონებში შესაბამისი ობიექტის მოწყობის დამადასტურებელი დასკვნა, ხოლო „შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის“ შეთხვევაში შესაძლებელია შესაბამისი ობიექტის მოწყობა დასტურდებოდეს სააგენტოს მიერ.

სიახლეები

იმერეთისა და გურიის რეგიონში მიმდინარე წლის თებერვალში დიდთოვლობით დაზარალებული სოფლის განვითარების სააგენტოს ბენეფიციარები ფინანსურ დახმარებას მიიღებენ

იმერეთისა და გურიის რეგიონში მიმდინარე წლის თებერვალში დიდთოვლობით დაზარალებული სოფლის განვითარების სააგენტოს ბენეფიციარები ფინანსურ დახმარებას მიიღებენ

საქართველოს მთავრობის განკარგულებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის...
სოფლის განვითარების სააგენტო დიდთოვლობით დაზარალებული ბენეფიციარების დასახმარებლად განაცხადების მიღებას იწყებს

სოფლის განვითარების სააგენტო დიდთოვლობით დაზარალებული ბენეფიციარების დასახმარებლად განაცხადების მიღებას იწყებს

იმერეთისა და გურიის რეგიონში, მიმდინარე წლის თებერვალში დიდთოვლობით...
გურიისა და იმერეთის რეგიონებში დიდთოვლობის შედეგად დაზარალებული ფერმერული მეურნეობების დახმარების პროგრამა - "რადიო იმედი"

გურიისა და იმერეთის რეგიონებში დიდთოვლობის შედეგად დაზარალებული ფერმერული მეურნეობების დახმარების პროგრამა - "რადიო იმედი"

გურიისა და იმერეთის რეგიონებში დიდთოვლობის შედეგად დაზარალებული ფერმერული...