პროგრამებში/პროექტებში მონაწილეობის მსურველებმა განაცხადები უნდა წარმოადგინონ მხოლოდ ქართულ ენაზე.

ტერმინთა განმარტება

პოტენციური ბენეფიციარი - პირი, რომელსაც  იმერეთის ან/და გურიის რეგიონებში „მერძევეობის დარგის მოდერნიზაციისა და ბაზარზე წვდომის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 10 აპრილის №235 დადგენილების საფუძველზე დამტკიცებული „მერძევეობის დარგის მოდერნიზაციისა და ბაზარზე წვდომის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში შექმნილი აქვს ფერმერული მეურნეობა ან/და „საპილოტე პროგრამა ქალებისთვის“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 15 აგვისტოს №1488 განკარგულების საფუძველზე დამტკიცებული „საპილოტე პროგრამა ქალებისთვის“ ფარგლებში შექმნილი აქვს სასათბურე მეურნეობა ან/და „შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტისა და გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 27 იანვრის №139 განკარგულებით დამტკიცებული „გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტის“  ფარგლებში შექმნილი აქვს გადამამუშავებელი ან/და შემნახველი საწარმო ან/და „შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის“ ფარგლებში შექმნილი აქვს გადამამუშავებელი ან/და შემნახველი საწარმო ან/და მსხვილფეხა ან/და წვრილფეხა პირუტყვის ფერმა ან/და სასათბურე მეურნეობა;

ობიექტი - „მერძევეობის დარგის მოდერნიზაციისა და ბაზარზე წვდომის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 10 აპრილის №235 დადგენილების საფუძველზე დამტკიცებული „მერძევეობის დარგის მოდერნიზაციისა და ბაზარზე წვდომის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში შექმნილი ფერმა ან/და „საპილოტე პროგრამა ქალებისთვის“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 15 აგვისტოს №1488 განკარგულების საფუძველზე დამტკიცებული „საპილოტე პროგრამა ქალებისთვის“ ფარგლებში შექმნილი სასათბურე მეურნეობა ან/და „შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტისა და გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 27 იანვრის №139 განკარგულებით დამტკიცებული „გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტის“  ფარგლებში შექმნილი გადამამუშავებელი ან/და შემნახველი საწარმო ან/და „შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის“ ფარგლებში შექმნილი გადამამუშავებელი ან/და შემნახველი საწარმო ან/და მსხვილფეხა ან/და წვრილფეხა პირუტყვის ფერმა ან/და სასათბურე მეურნეობა;

დასკვნა - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის მიერ წარმოებულ რეესტრში არსებული პირის საექსპერტო/აუდიტორული ან სსიპ − ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა საინვესტიციო ღირებულების მიზნობრივად ხარჯვასა და მიზნობრიობის შესრულებასთან დაკავშირებით.

სიახლეები

იმერეთისა და გურიის რეგიონში მიმდინარე წლის თებერვალში დიდთოვლობით დაზარალებული სოფლის განვითარების სააგენტოს ბენეფიციარები ფინანსურ დახმარებას მიიღებენ

იმერეთისა და გურიის რეგიონში მიმდინარე წლის თებერვალში დიდთოვლობით დაზარალებული სოფლის განვითარების სააგენტოს ბენეფიციარები ფინანსურ დახმარებას მიიღებენ

საქართველოს მთავრობის განკარგულებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის...
სოფლის განვითარების სააგენტო დიდთოვლობით დაზარალებული ბენეფიციარების დასახმარებლად განაცხადების მიღებას იწყებს

სოფლის განვითარების სააგენტო დიდთოვლობით დაზარალებული ბენეფიციარების დასახმარებლად განაცხადების მიღებას იწყებს

იმერეთისა და გურიის რეგიონში, მიმდინარე წლის თებერვალში დიდთოვლობით...
გურიისა და იმერეთის რეგიონებში დიდთოვლობის შედეგად დაზარალებული ფერმერული მეურნეობების დახმარების პროგრამა - "რადიო იმედი"

გურიისა და იმერეთის რეგიონებში დიდთოვლობის შედეგად დაზარალებული ფერმერული მეურნეობების დახმარების პროგრამა - "რადიო იმედი"

გურიისა და იმერეთის რეგიონებში დიდთოვლობის შედეგად დაზარალებული ფერმერული...