პროგრამებში/პროექტებში მონაწილეობის მსურველებმა განაცხადები უნდა წარმოადგინონ მხოლოდ ქართულ ენაზე.

გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების კომპონენტის ფარგლებში ბენეფიციარებს შესაძლებლობა აქვთ თანადაფინანსების სახით მიიღონ მიზნობრივი ფულადი რესურსები. 

თანადაფინანსების მისაღებად ბენეფიციარმა უნდა დააკმაყოფილოს პროგრამითა და ამ კომპონენტით გათვალისწინებული პირობები.

კომპონენტი ითვალისწინებს შემდეგ ქვეკომპონენტებს:

  • გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსება; 
  • შემნახველი საწარმოების თანადაფინანსება.

კომპონენტის ფარგლებში არ ფინანსდება: 

  • რეკლამისა და მედიაში განთავსების ხარჯები;
  • საწარმოს საბრუნავი სახსრები, მათ შორის, საოპერაციო ხარჯები;
  • მიწის ნაკვეთის ან/და შენობა-ნაგებობის შეძენის ხარჯი;
  • არსებული საწარმოს კაპიტალში წილის შეძენის ხარჯი;
  • საპროექტო სამუშაოებისთვის გათვალისწინებული ხარჯი.

კომპონენტით სარგებლობა შეუძლია რეგისტრირებულ   მეწარმე იურიდიულ პირს, რომელშიც  სახელმწიფო არ ფლობს წილს/პაის/აქციას.

ამასთანავე, აუცილებელია პოტენციური ბენეფიციარი დარეგისტრირდეს:

  • ფერმერული მეურნეობებისა და სოფლად არსებული საწარმოების რეესტრში
  • სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში

პროექტისთვის, რომელიც თანადაფინანსდება გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების კომპონენტის ფარგლებში, დამატებით შესაძლებელია შეღავათიანი აგროკრედიტის ძირითადი საშუალებებისთვის კომპონენტის ფარგლებში  დამტკიცებულ სესხზე დაწესებული საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსების მიღება.

გავრცელების გეოგრაფიული არეალი

კომპონენტი ვრცელდება საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში, გარდა თვითმმართველი ქალაქებისა.

ამასთან:

  • გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსების ქვეკომპონენტის ფარგლებში  ენერგოეფექტური ღუმელ(ებ)ის წარმოებისთვის ახალი საწარმოს შექმნა ან არსებული საწარმოს მოდერნიზება/გაფართოება ფინანსდება მთელი საქართველოს მასშტაბით;
  • შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების ქვეკომპონენტის მარცვლეულის შემნახველი საწარმოს დაფინანსება შესაძლებელია ქ. ბათუმსა და ქ. ფოთში.

სიახლეები