ყურძნის გადამამუშავებელი საწარმოების ქვეკომპონენტისა” და “ყურძნის გადამამუშავებელი საწარმოები, რომლებიც ყურძნის შეძენას განახორციელებენ საბრენდე სპირტის წარმოების მიზნით” ქვეკომპონენტების ფარგლებში სესხის მიღება შეუძლიათ ინდივიდუალურ მეწარმეებსა და იურიდიულ პირებს.
ერთწლოვანი კულტურების დაფინანსების ქვეკომპონენტის ფარგლებში სესხის მიღება შეუძლიათ როგორც იურიდიულ პირებს, ასევე ინდივიდუალურ მეწარმეებსა და ფიზიკურ პირებს.
თანადაფინანსების მისაღებად ბენეფიციარმა უნდა დააკმაყოფილოს პროგრამითა და ამ კომპონენტით გათვალისწინებული პირობები.
შეღავათიანი აგროკრედიტი საბრუნავი საშუალებებისთვის კომპონენტი ითვალისწინებს:
- ყურძნის გადამამუშავებელი საწარმოების ქვეკომპონენტს;
- ყურძნის გადამამუშავებელი საწარმოები, რომლებიც ყურძენს შეიძენენ საბრენდე სპირტის წარმოების მიზნით ქვეკომპონენტს;
- ერთწლოვანი კულტურების დაფინანსებისთვის ქვეკომპონენტს.
კომპონენტით სარგებლობისთვის პოტენციური ბენეფიციარი უნდა დარეგისტრირდეს ფერმერული მეურნეობებისა და სოფლად არსებული საწარმოების რეესტრში.
გავრცელების გეოგრაფიული არეალი
კომპონენტის გავრცელების გეოგრაფიული არეალია საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტი.
თანადაფინანსების პირობები
იმისთვის, რომ პოტენციურმა ბენეფიციარმა ისარგებლოს შეღავათიანი აგროკრედიტი საბრუნავი საშუალებებისთვის კომპონენტით, უნდა აკმაყოფილებდეს ამ პროგრამისა და საფინანსო ინსტიტუტის მიერ ასეთი ტიპის სესხების გაცემის პირობებს.
სააგენტო უზრუნველყოფს სესხის მომსახურებისთვის გადასახდელი საპროცენტო სარგებლის თანადაფინანსებას შეთანხმების საფუძველზე.
სესხის თანადაფინანსების მოქმედების ნებისმიერ ეტაპზე, სააგენტო უფლებამოსილია, განახორციელოს სესხების მონიტორინგი და შესაბამისი რეაგირება მოახდინოს დარღვევებზე.
დასაშვებია სესხის რესტრუქტურიზაცია, თუ რესტრუქტურიზაციის შედეგად სააგენტოს თანადაფინანსების ჯამური თანხა არ აღემატება სესხის რესტრუქტურიზაციის თარიღისათვის გრაფიკით გათვალისწინებულ დარჩენილ თანადაფინანსების ჯამურ თანხასა და ვადას.
დაუშვებელია ქვეკომპონენტის ფარგლებში გაცემული სესხ(ებ)ით სხვა სესხ(ებ)ის რეფინანსირება, გარდა იმავე სეზონზე შესაბამისი ქვეკომპონენტის ფარგლებში გაცემული სესხ(ებ)ისა.
სესხის გაცემისთვის საფინანსო ინსტიტუტის საკომისიო არ უნდა აღემატებოდეს:
- 50,000 ლარამდე − 0.5%-ს;
- 50,001 ლარი ან მეტი − 0.2%-ს.
სესხის ვადაზე ადრე დაფარვის შემთხვევაში, ბენეფიციარს საფინანსო ინსტიტუტის მიმართ არ წარმოეშობა წინსწრებით დაფარვის საკომისიო/ ჯარიმა.
სესხის დაფარვის გრაფიკით განსაზღვრულ ვადაში, გრაფიკით განსაზღვრული თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში, საფინანსო ინსტიტუტი უფლებამოსილია, მხოლოდ გადასახდელ ძირითად თანხაზე დაარიცხოს ბენეფიციარს ჯარიმა, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს ვადაგადაცილებული ძირითადი თანხის 0.1%-ს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
სხვა საფინანსო ინსტიტუტის მიერ სესხის რეფინანსირების შემთხვევაში, იმოქმედებს არაუმეტეს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ასეთი შემთხვევებისათვის დაწესებული საკომისიოს განაკვეთი.
სესხის დაფარვის გრაფიკის განსაზღვრა ხდება ბენეფიციარსა და საფინანსო ინსტიტუტს შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე.
სააგენტოს მიერ სესხის თანადაფინანსება შეწყდება:
- სესხის სრულად დაფარვის შემთხვევაში;
- ბენეფიციარის მიერ თანადაფინანსების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებ(ებ)ის შეუსრულებლობის შემთხვევაში;
- პროგრამის სხვა პირობების დარღვევის შემთხვევაში;
- საფინანსო ინსტიტუტის მიერ სააღსრულებო ფურცლის მიღების შემთხვევაში;
- სესხის გრაფიკით გათვალისწინებული სესხის თანადაფინანსების გადახდის ბოლო თარიღიდან 1 თვის გასვლის შემდგომ;
- საფინანსო ინსტიტუტის მიერ შეღავათიანი აგროკრედიტი საბრუნავი საშუალებებისთვის კომპონენტი თანადაფინანსების ფარგლებში გაუთვალისწინებელი მიზნიობრიობის მქონე სესხის გაცემის შემთხვევაში;
- ბენეფიციარის მიერ სესხის მიზნობრიობის დარღვევის შემთხვევაში.
იმ შემთხვევაში, თუ ბენეფიციარს აუდიტორული დასკვნის წარმოუდგენლობის გამო შეუწყდა თანადაფინანსება, მაგრამ მოგვიანებით წარმოდგენილი სესხის თანადაფინანსების მოქმედების ვადაში, აუდიტორული დასკვნით დადასტურდება სესხის მიზნობრივად ხარჯვა. სააგენტო უფლებამოსილია, აღუდგინოს თანადაფინანსება, თუ ბენეფიციარის მიერ სესხის თანადაფინანსების მოქმედების ვადაში წარმოდგენილი აუდიტორული დასკვნით დადასტურდება სესხის მიზნობრივად ხარჯვა.