პროგრამებში/პროექტებში მონაწილეობის მსურველებმა განაცხადები უნდა წარმოადგინონ მხოლოდ ქართულ ენაზე.

კომპონენტი ენერგოეფექტური ღუმელების განსაზღვრულ კრიტერიუმებთან შესაბამისობის დადგენის ღირებულების თანადაფინანსება/ანაზღაურება

თანადაფინანსების მიზნობრიობა და მოცულობა

იმისათვის რომ დადგინდეს წარმოებული ენერგოეფექტური ღუმელის პროგრამის კრიტერიუმებთან (პარამეტრებთან) შესაბამისობა, მწარმოებელმა (მეწარმე ფიზიკურმა და იურიდიულმა პირმა)   უნდა წარმოადგინოს ლაბორატორიის გაცემული ენერგოეფექტური ღუმელების განსაზღვრულ კრიტერიუმებთან (პარამეტრებთან) შესაბამისობის დადგენის დოკუმენტი. 

კომპონენტი ითვალისწინებს გაწეული ლაბორატორიული მომსახურების ღირებულების თანადაფინანსებას ან ანაზღაურებას არაუმეტეს 2,600 ლარის ოდენობით. 

პროგრამის ფარგლებში, მხოლოდ ერთხელ დაფინანსდება/ანაზღაურდება ერთი კონკრეტული მოდელის ენერგოეფექტური ღუმელის ლაბორატორიული მომსახურება.

 

სიახლეები

კახეთის რეგიონში ენერგოეფექტური ღუმელების თანადაფინანსების პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა

კახეთის რეგიონში ენერგოეფექტური ღუმელების თანადაფინანსების პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა

პროგრამის წარდგენის ღონისძიებას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის...