პროგრამებში/პროექტებში მონაწილეობის მსურველებმა განაცხადები უნდა წარმოადგინონ მხოლოდ ქართულ ენაზე.

პროგრამაში მონაწილეობისთვის გასავლელი ეტაპები (ენერგოეფექტური ღუმელების თანადაფინანსება)

ენერგოეფექტური ღუმელის შესასყიდად, დაინტერესებულმა პირმა პირველ რიგში უნდა მიმართოს მწარმოებელს (რომელსაც აქვს ენერგოეფექტური ღუმელების განსაზღვრულ კრიტერიუმებთან (პარამეტრებთან) შესაბამისობის დადგენის დოკუმენტი ან ახორციელებს ასეთი ტიპის ენერგოეფექტური ღუმელის რეალიზაციას) - აირჩიოს სასურველი ღუმელი და გადაიხადოს საკუთარი თანამონაწილეობის თანხა, რომელიც შესაძლოა იყოს, როგორც სესხი (მათ შორის, განვადება) ან საკუთარი სახსრები;  

ენერგოეფექტური ღუმელების მწარმოებლების/მიმწოდებლების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.

შესყიდვის შემდგომ, მწარმოებელი/მიმწოდებელი პოტენციურ ბენეფიციარს უზრუნველყოფს შემდეგი დოკუმენტებით (წარმოსადგენი დოკუმენტების ნაწილი): 

  • ენერგოეფექტური ღუმელის ინვოისი ან/და ხელშეკრულება ქართულ ენაზე;
  • მიღება-ჩაბარების აქტი;
  • სასაქონლო ზედნადები;
  • ენერგოეფექტური ღუმელის საგარანტიო დოკუმენტი.

შენიშვნა: მწარმოებლების/მიმწოდებლების სია განისაზღვრება მას შემდეგ, რაც მწარმოებლების მიერ წარმოდგენილი იქნება ენერგოეფექტური ღუმელის განსაზღვრულ კრიტერიუმებთან (პარამეტრებთან) შესაბამისობის დადგენის დოკუმენტი, ასევე ინფორმაცია იმ მიმწოდებლების შესახებ, რომელთა მეშვეობითაც ხორციელდება მის მიერ წარმოებული ენერგოეფექტური ღუმელ(ებ)ის რეალიზაცია. მწარმოებლების/მიმწოდებლების სია გამოქვეყნდება   სააგენტოს ვებგვერდზე.   

პოტენციურმა ბენეფიციარმა შინამეურნეობაში ღუმელი უნდა დაამონტაჟოს მწარმოებლის/მიმწოდებლის მიერ გაცემული ინსტრუქციის შესაბამისად.

თანადაფინანსების მისაღებად და განაცხადის გასაკეთებლად პოტენციურმა ბენეფიციარმა უნდა მიმართოს სს „ლიბერთი ბანკს“, შეავსოს განაცხადი და ხელმოწერილ განაცხადთან ერთად წარადგინოს თანმდევი დოკუმენტები. 

იმ შემთხვევაში, თუ განაცხადი და წარმოდგენილი დოკუმენტები შესაბამისობაშია პროგრამის პირობებთან, სს - ლიბერთი ბანკი თანადაფინანსების თანხას (პროგრამის პირობების შესაბამისად) ბენეფიციარის ანგარიშის მეშვეობით,  გადარიცხავს ენერგოეფექტური ღუმელის მწარმოებელთან/მიმწოდებელთან. 

იმ შემთხვევაში, თუ განაცხადი და წარმოდგენილი დოკუმენტები არ არის შესაბამისობაში პროგრამის პირობებთან, პოტენციურ ბენეფიციარს ეცნობება ხარვეზის მიზეზი და მიეცემა ხარვეზის გამოსასწორებლად დამატებითი ვადა. 

ხარვეზის აღმოსაფხვრელად, პოტენციურმა ბენეფიციარმა ბანკში უნდა წარადგინოს მხოლოდ გასწორებული დოკუმენტი. 

თუ ბენეფიციარის მიერ არ იქნება გამოსწორებული ხარვეზი, განაცხადი იქნება უარყოფილი, რომლის შემდეგაც პოტენციურ ბენეფიციარს შეუძლია სს - ლიბერთი ბანკში წარადგინოს ახალი განაცხადი.

სიახლეები

კახეთის რეგიონში ენერგოეფექტური ღუმელების თანადაფინანსების პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა

კახეთის რეგიონში ენერგოეფექტური ღუმელების თანადაფინანსების პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა

პროგრამის წარდგენის ღონისძიებას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის...