პროგრამებში/პროექტებში მონაწილეობის მსურველებმა განაცხადები უნდა წარმოადგინონ მხოლოდ ქართულ ენაზე.

„მწვანე კლიმატის ფონდის“ პროექტის „საქართველოში ტყის სექტორის რეფორმის განხორციელების ხელშეწყობა ტყის დეგრადაციით გამოწვეული სათბური აირების ემისიების შესამცირებლად“ ხორციელდება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და მასში შემავალი უწყებების: სსიპ - ეროვნული სატყეო სააგენტო, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი, სსიპ - გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი, ა(ა)იპ - სოფლის განვითარების სააგენტო, ასევე, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებისა (GIZ) და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს თანამშრომლობით. 

პროექტი დაფინანსებულია კლიმატის მწვანე ფონდის, საქართველოს მთავრობის, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს, გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს მიერ. 

პროექტის ფარგლებში, სოფლის განვითარების სააგენტო უზრუნველყოფს ენერგოეფექტური და ალტერნატიული საწვავის ბაზრის განვითარების ხელშეწყობას, და ახორციელებს შემდეგ აქტივობებს: 

შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის, შეღავათიანი აგროკრედიტი ძირითადი საშუალებებისთვის კომპონენტის ფარგლებში, ხელმისაწვდომი გახდა ენერგოეფექტური ღუმელების  და ენერგოეფექტური ღუმელებისათვის განკუთვნილი ალტერნატიული საწვავის მწარმოებელი საწარმოებისათვის შეღავათიანი აგროკრედიტით სარგებლობა, ასევე ამოქმედდა შეღავათიანი აგროკრედიტის ძირითადი საშუალებებისათვის ქვეკომპონენტი – სასურსათო და ენერგოეფექტური მრეწველობის დაფინანსებისთვის და შეღავათიანი აგროლიზინგის ქვეკომპონენტი სასურსათო და ენერგოეფექტური მრეწველობის დაფინანსებისთვის,  რის შედეგადაც შესაძლებელია არსებული საწარმოების გადაიარაღება ან ახალი საწარმოების შექმნა. ასევე, გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტის, გადამამუშავებელი საწარმოების კომპონენტის ფარგლებში დაემატა ენერგოეფექტური ღუმელებისა და ალტერნატიული საწვავის წარმოება.

პროექტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია ტექნიკური დახმარება და საინვესტიციო მხარდაჭერა, რაც გულისხმობს ენერგოეფექტური ღუმელებისა და ალტერნატიული საწვავის მწარმოებლების ფინანსურ მხარდაჭერას, რათა მათ განახორციელონ ინვესტიცია და გაზარდონ საკუთარი პროდუქციის წარმოება, როგორც რაოდენობის, ისე ხარისხის მხრივ. 

 

სიახლეები

კახეთის რეგიონში ენერგოეფექტური ღუმელების თანადაფინანსების პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა

კახეთის რეგიონში ენერგოეფექტური ღუმელების თანადაფინანსების პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა

პროგრამის წარდგენის ღონისძიებას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის...