პროგრამებში/პროექტებში მონაწილეობის მსურველებმა განაცხადები უნდა წარმოადგინონ მხოლოდ ქართულ ენაზე.

პროგრამის შესახებ

ენერგოეფექტური ღუმელების თანადაფინანსების პროგრამა ხორციელდება  პროექტის „საქართველოში სატყეო სექტორის რეფორმის განხორციელების ხელშეწყობა ტყის დეგრადაციით გამოწვეული სათბური აირების ემისიის შემცირებისათვის“ ფარგლებში. 

სოფლის განვითარების სააგენტოსა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებას - GIZ-ს  შორის  2021 წლის 22 დეკემბერს გაფორმებული საგრანტო ხელშეკრულების „ტყის სექტორის რეფორმის მხარდაჭერა ენერგოეფექტური ღონისძიებების ხელშეწყობით“ ფარგლებში, რომელიც მოწონებულ იქნა  საქართველოს მთავრობის 2021 წლის 29 ნოემბრის N2116 განკარგულებით, სააგენტო ახორციელებს ენერგოეფექტური ღუმელების თანადაფინანსების პროგრამას, რაც ითვალისწინებს ერთის მხრივ, ენერგოეფექტური ღუმელების მწარმოებელი მეწარმე ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის ენერგოეფექტური ღუმელის განსაზღვრულ კრიტერიუმებთან (პარამეტრებთან) შესაბამისობის დადგენის ღირებულების თანადაფინანსებას/ანაზღაურებას და მეორეს მხრივ, ენერგოეფექტური ღუმელის ღირებულების თანადაფინანსებას, საქართველოს მოქალაქე სრულწლოვანი ფიზიკური პირისთვის, რომელიც არის ერთი შინამეურნეობის წარმომადგენელი. 

პროგრამის მიზანი და ამოცანები

პროგრამის მიზანია  მოსახლეობის მოთხოვნის სტიმულირება ენერგოეფექტური ღუმელების შეძენის მიზნით.

პროგრამის ამოცანას წარმოადგენს სოფლად გარემოს დაცვა, ბუნებრივი რესურსების მდგრადი გამოყენება და კლიმატის ცვლილებების შერბილების ღონისძიებების ხელშეწყობა რეგიონებში მაცხოვრებელი მოსახლეობისთვის (შინამეურნეობისთვის)  ენერგოეფექტური ღუმელების შეძენის თანადაფინანსების გზით. 

პროგრამის განხორციელების გეოგრაფიული არეალი

პროგრამა ხორციელდება მთელი საქართველოს მასშტაბით (გარდა თვითმმართველი ქალაქებისა).

სიახლეები

კახეთის რეგიონში ენერგოეფექტური ღუმელების თანადაფინანსების პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა

კახეთის რეგიონში ენერგოეფექტური ღუმელების თანადაფინანსების პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა

პროგრამის წარდგენის ღონისძიებას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის...