სეტყვის საწინააღმდეგო სისტემების თანადაფინანსება
თანადაფინანსების მისაღებად, შევსებული განაცხადის ფორმა თანმდევ დოკუმენტაციასთან ერთად, შეგიძლიათ წარმოადგინოთ:
- მატერიალური სახით — სოფლის განვითარების სააგენტოს ცენტრალურ ოფისში ან შესაბამის რეგიონულ სამსახურში;
- ელექტრონულად — სააგენტოს ელ-ფოსტაზე: document@rda.gov.ge
თანადაფინანსების მისაღებად საჭირო ეტაპებისა და წარმოსადგენი დოკუმენტაციის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ქვემოთ.
ფიზიკურ და იურიდიულ პირებს დაუფინანსდებათ ვაზის, კენკროვანი, კურკოვანი, თესლოვანი ბაღებისთვის განკუთვნილი სეტყვის საწინააღმდეგო სისტემების მოწყობის ღირებულების არაუმეტეს 30%, ხოლო სასოფლო-სამეურნეო სტატუსის მქონე კოოპერატივების, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებისა და მაღალმთიანი დასახლებების შემთხვევაში – არაუმეტეს 40%, მაგრამ არაუმეტეს დანართით განსაზღვრული პირობების შესაბამისად, კომპონენტის ფარგლებში დაფინანსდება ერთი ბენეფიციარის მიერ არაუმეტეს 50 ჰა სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის მოწყობა და თანადაფინანსების მაქსიმალური მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 750,000 ლარს.
სააგენტოსა და პოტენციურ ბენეფიციარს შორის ხელშეკრულების გასაფორმებლად პოტენციურმა ბენეფიციარმა უნდა წარადგინოს შემდეგი დოკუმენტები: „რას უნდა შეიცავდეს ინვოისი“
- შევსებული განაცხადის ფორმა;
- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (იურიდიული პირის შემთხვევაში);
- პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (იურიდიული პირის შემთხვევაში - დირექტორის/პასუხისმგებელი პირის; ფიზიკური პირის/ინდივიდუალური მეწარმის შემთხვევაში - ნაკვეთის მფლობელისა და პასუხისმგებელი პირის);
- მიწის ნაკვეთის საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი (ამონაწერი საჯარო რეესტრიდან და საკადასტრო რუკა), იჯარის შემთხვევაში, ამონაწერთან ერთად წარდგენილი უნდა იყოს იჯარის ხელშეკრულება. (იჯარის დარჩენილი პერიოდი უნდა შეადგენდეს მინიმუმ 10 წელს, იჯარის ხელშეკრულება უნდა იყოს რეგისტრირებული სსიპ− საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში);
- შესასყიდი სეტყვის საწინააღმდეგო სისტემების ინვოისები ან ხელშეკრულება ქართულ ენაზე/ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი ქართულ ენაზე. ინვოისში ან ხელშეკრულებაში მითითებული უნდა იყოს, რომელი სასოფლო-სამეურნეო კულტურისთვის არის განკუთვნილი სეტყვის საწინააღმდეგო სისტემა;
-
სსიპ − ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა ან სახელმწიფო რეესტრში რეგისტრირებული პირების მიერ გაცემული ანგარიში, განაცხადით გათვალისწინებულ მიწაზე არსებული ბაღების ამ პროგრამის ბაღების კომპონენტით განსაზღვრულ პირობებთან შესაბამისობის შესახებ.
გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც განაცხადით მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე სააგენტოს თანადაფინანსებით ბაღების კომპონენტის ფარგლებში გაშენებულია ბაღი და დადასტურებულია მიზნობრიობის შესრულება სააგენტოში განაცხადის წარდგენამდე სამი თვით ადრე.
ხოლო ვაზის არსებობის შემთხვევაში - ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების დადასტურების მიზნით, ბენეფიციარი ვალდებულია წარადგინოს სსიპ − ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა ან სახელმწიფო რეესტრში რეგისტრირებული პირების მიერ გაცემული ანგარიში, განაცხადით გათვალისწინებულ მიწაზე ვენახის არსებობის შესახებ.
- ბენეფიციარის საბანკო რეკვიზიტები.
სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის მოწყობის შემთხვევაში, პოტენციურ ბენეფიციარს შეუძლია მიმწოდებლის საბანკო ანგარიშზე საკუთარი თანამონაწილეობის თანხის სრულად ან ნაწილობრივ გადარიცხვა/ჩარიცხვა განახორციელოს სააგენტოში განაცხადის წარდგენამდე ან/და განაცხადის წარდგენის შემდეგ, მაგრამ არაუმეტეს 6 თვით ადრე, რაც ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ ჩაითვლება ბენეფიციარის თანამონაწილეობად.
სეტყვის საწინააღმდეგო სისტემების მოწყობის ღირებულება დაფინანსდება მხოლოდ მას შემდეგ, რაც ბენეფიციარის მიერ წარდგენილი იქნება, სსიპ − ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა ან სახელმწიფო რეესტრში რეგისტრირებული პირების, რომელთაც სამსახურის მიერ განხორციელებული ხარისხის მართვის სისტემის მონიტორინგის შედეგად მინიჭებული აქვთ სავალდებულო აუდიტის ჩატარების უფლებამოსილება მიერ გაცემული ანგარიში, რითაც უნდა დასტურდებოდეს სეტყვის საწინააღმდეგო სისტემების მოწყობის მიზნობრიობის შესრულება
სიახლეები
ტექნიკური დახმარების პროგრამაში შესული ცვლილებები - გადაცემა "მაესტრო რეგიონები"
სართიჭალაში ლურჯი მოცვის სანერგე მეურნეობა მოეწყო

გადაცემა ,,ბიზნეს პოსტი" - ლურჯი მოცვის კულტურა
აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირები სახელმწიფო პროგრამაში „დანერგე მომავალი“ დამატებით ბენეფიტს მიიღებენ
2023 წელს სახელმწიფო პროგრამის „დანერგე მომავალი“ ბიუჯეტი იზრდება
პროგრამა ,,დანერგე მომავალი" - გადაცემა ,,კაპიტალი"
სახელმწიფო პროგრამების დაფინანსებით გაშენებული ბაღებიდან მიღებული მოსავალი გერმანიასა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში იყიდება
სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით, კომპანიამ „გოლდენ ფარმს“ ლურჯი მოცვის ბაღი 16 ჰექტარზე გააშენა და სამაცივრე მეურნეობა მოაწყო
სენაკის მუნიციპალიტეტში, სოფლის განვითარების სააგენტომ ლურჯი მოცვის ბაღის გაშენება და სამაცივრე მეურნეობის შექმნა დააფინანსა
სასოფლო-სამეურნეო საქმიანობით დაინტერესებული 757 ქალი თემატურ საინფორმაციო შეხვედრებს დაესწრო
პროგრამის ,,დანერგე მომავალი” ბაღების კომპონენტში განაცხადების მიღება 30 ოქტომბერს დაიწყება
