2023 წელს სახელმწიფო პროგრამის „დანერგე მომავალი“ ბიუჯეტი იზრდება

საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონის პროექტით, ბიუჯეტი სოფლის მეურნეობის სექტორში, 15.7%-ით გაზრდილია, რაც ითვალისწინებს პროგრამაში „დანერგე მომავალი“ თანადაფინანსების ზრდასაც. 

სოფლის მეურნეობის ღირებულებათა ჯაჭვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია, პირველადი წარმოება და მისი ზრდა,  როგორც ერთწლოვანი, ისე მრავალწლოვანი კულტურების მიმართულებით სახელმწიფოსთვის მნიშნველოვანია პრიორიტეტია. არაერთი სახელმწიფო პროგრამა უჭერს მხარს პირველადი პროდუქციის გაშენებას, მოვლასა და მოყვანას. მრავალწლოვანი კულტურების გაშენების მხარდაჭერის კუთხით წარმატებული პროგრამაა „დანერგე მომავალი“. 

მხოლოდ, 2022 წელს 3, 600 ჰექტარზე დაფინანსდა ბაღების გაშენება; მიმდინარე წლის გაზაფხულზე, ბაღების გაშენება დაკონტრაქტებულია 3,000 ჰექტარზე მეტ ფართობზე. პროგრამის ბიუჯეტის ზრდა ნიშნავს მეტ ახალ თანამედროვე  ბაღს, რაც დადებითად აისახება  მეხილეობის დარგის განვითარებაზე. 

2015 წელს, როდესაც  სახელმწიფომ პროგრამის „დანერგე მომავალი” განხორცილება დაიწყო, ფერმერებს სჭირდებოდათ მხარდაჭერა პირველად წარმოებაში, რათა ქვეყანაში ეფექტიანად ყოფილიყო გამოყენებული სასოფლო-სამეურნეო მიწები, გაზრდილიყო თვითუზრუნველყოფის მაჩვენებლები და საექსპორტო შესაძლებლობები. პროგრამის განხორციელებამ  შესაძლებელი გახადა ქვეყანაში შექმნილიყო კონკურენტუნარიანი, თანამედროვე მეურნეობები, რომელთა მიერ წარმოებული ხარისხიანი ქართული პროდუქცია  თავს იმკვიდრებს როგორც ადგილობრივ, ასევე  საერთაშორისო ბაზრებზე.  

სოფლის განვითარების სააგენტოს მიერ  პროგრამის „დანერგე მომავალი“ დაწყებიდან დღემდე, 19,524 ჰა-ზე  ახალი მრავალწლოვანი ხეხილის ბაღების გაშენება, ჭის/ჭაბურღილის, წვეთოვანი სარწყავი სისტემების, სეტყვის საწინააღმდეგო ბადეების მოწყობისა და სანერგე მეურნეობების მოწყობა  დაფინანსდა.  ინვესტიციის მოცულობამ შეადგინა 270,174,519 ლარი, სახელმწიფო თანaდაფინანსება  კი,  141,093,116 ლარია.   

2022 წელს, ისევე როგორც მომდევნო წლებში, პროგრამით გაშენებული კულტურების  მოსავალი მზარდია, რაც განპირობებულია გაშენებული ბაღების  მსხმოიარობაში ეტაპობრივად შესვლით.  

 

სხვა სიახლეები

ყველას ნახვა
სოფლის განვითარების სააგენტო „მერძევეობის დარგის მოდერნიზაციის და ბაზარზე წვდომის პროგრამაში” განაცხადების მიღებას განაახლებს

სოფლის განვითარების სააგენტო „მერძევეობის დარგის მოდერნიზაციის და ბაზარზე წვდომის პროგრამაში” განაცხადების მიღებას განაახლებს

პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად განაცხადების მიღება მიმდინარე წლის 30 ივლისის...
გურიისა და იმერეთის რეგიონებში დიდთოვლობის შედეგად დაზარალებული ფერმერული მეურნეობების დახმარების პროგრამა - "რადიო იმედი"

გურიისა და იმერეთის რეგიონებში დიდთოვლობის შედეგად დაზარალებული ფერმერული მეურნეობების დახმარების პროგრამა - "რადიო იმედი"

გურიისა და იმერეთის რეგიონებში დიდთოვლობის შედეგად დაზარალებული ფერმერული...
სოფლის განვითარების სააგენტო დიდთოვლობით დაზარალებული ბენეფიციარების დასახმარებლად განაცხადების მიღებას იწყებს

სოფლის განვითარების სააგენტო დიდთოვლობით დაზარალებული ბენეფიციარების დასახმარებლად განაცხადების მიღებას იწყებს

იმერეთისა და გურიის რეგიონში, მიმდინარე წლის თებერვალში დიდთოვლობით...