სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით, კომპანიამ „გოლდენ ფარმს“ ლურჯი მოცვის ბაღი 16 ჰექტარზე გააშენა და სამაცივრე მეურნეობა მოაწყო

სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილე ნატალია ხარატიშვილმა და  სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ დავით ვერავამ  ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ხორგაში სოფლის განვითარების სააგენტოს ბენეფიციარი  კომპანიის „გოლდენ ფარმს“  ლურჯი მოცვის ბაღი და სამაცივრე მეურნეობა  დაათვალიერეს.   

2020 წელს, კომპანიამ „გოლდენ ფარმს“ 16 ჰექტარზე  მოცვის თანამედროვე ბაღის  გაშენებისა და სარწყავი სისტემის მოწყობისათვის პროგრამის „დანერგე მომავალი“  ფარგლებში 250,000 ლარის ოდენობით თანადაფინანსება მიიღო, ხოლო შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში მიღებულმა აგროსესხმა 850,000 ლარი შეადგინა. კომპანიამ თანამედროვე სტანდარტებით  აღჭურვილი სამაცივრე მეურნეობის  მოსაწყობად  3.5 მლნ ლარის ინვესტიცია განახორციელა, მათ შორის სოფლის განვითარების სააგენტოს გრანტი 500,000 ლარია და 1,2 მლნ ლარი - შეღავათიანი აგროკრედიტი. სამაცივრე მეურნეობას 250 ტონა ლურჯი მოცვის შენახვის შესაძლებლობა აქვს. კომპანიაში 10 ადგილობრივია დასაქმებული. 

„სახელმწიფო ეხმარება ლურჯი მოცვის სექტორის განვითარებას როგორც პირველადი წარმოების, ასევე შენახვა-რეალიზაციის მიმართულებებით. პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში, ლურჯი მოცვის ბაღები საქართველოში გაშენდა 2,500 ჰექტარზე, აქედან, 1500 ჰა სამეგრელოს რეგიონში, სადაც სახელმწიფოს მხრიდან თანადაფინანსებამ 27 მლნ ლარი შეადგინა“, - აღნიშნა სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილემ ნატალია ხარატიშვილმა 

კომპანიის „გოლდენ ფარმს“  დირექტორის  დავით ლაბარტყავას განცხადებით, ბაღი სრულ მსხმოიარობაში 2 წელიწადში შევა; მიმდინარე წელს, კომპანიამ 30 ტონამდე ლურჯი მოცვის ექსპორტის გალფის ქვეყნებში, ჩინეთში, გერმანიასა და პოლონეთში  განახორციელა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს მასშტაბით, ლურჯი მოცვის  გაშენების მიზნობრიობით გაცემული შეღავათიანი აგროკრედიტი  127,9 მლნ ლარს აღემატება, სადაც სესხის პროცენტის სუბსიდირებას სოფლის განვითარების სააგენტო 16,6 მლნ ლარის ოდენობით ახორციელებს. მათ შორის,  სამეგრელოს რეგიონში ლურჯი მოცვის გაშენების მიზნობრიობით გაცემულია  69 მლნ ლარზე მეტი, სოფლის განვითარების სააგენტოს თანადაფინანსება 9,8 მლნ ლარს აღემატება.  

 

სხვა სიახლეები

ყველას ნახვა
ფერმერული მეურნეობებისა და სოფლად არსებული საწარმოების რეესტრში 833 სუბიექტია რეგისტრირებული

ფერმერული მეურნეობებისა და სოფლად არსებული საწარმოების რეესტრში 833 სუბიექტია რეგისტრირებული

ფერმერული მეურნეობებისა და სოფლად არსებული საწარმოების რეესტრში 1 ივლისიდან 31...
რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში „აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის“ შესახებ საინფორმაციო შეხვედრა  ჩატარდა

რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში „აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის“ შესახებ საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა

ქ. ამბროლაურში გამართულ საინფორმაციო შეხვედრას სოფლის განვითარების სააგენტოს...
 სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში „აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის“ შესახებ საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში „აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის“ შესახებ საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა

ქ. ზუგდიდში გამართულ შეხვედრაზე სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორის...
გურიის რეგიონში „აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის“ შესახებ საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა

გურიის რეგიონში „აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის“ შესახებ საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა

ადგილობრივი ხელისუფლებისა და თვითმმართველობის წარმომადგენლებს, ფერმერებსა და...
სოფლის განვითარების სააგენტო ერთწლოვანი კულტურების წარმოების მხარდაჭერას “აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის” ფარგლებში აგრძელებს

სოფლის განვითარების სააგენტო ერთწლოვანი კულტურების წარმოების მხარდაჭერას “აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის” ფარგლებში აგრძელებს

„აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში, ერთწლოვანი...