წვეთოვანი სარწყავი სისტემების მოწყობის თანადაფინანსება
თანადაფინანსების მისაღებად, შევსებული განაცხადის ფორმა თანმდევ დოკუმენტაციასთან ერთად, შეგიძლიათ წარმოადგინოთ:
- მატერიალური სახით — სოფლის განვითარების სააგენტოს ცენტრალურ ოფისში ან შესაბამის რეგიონულ სამსახურში;
- ელექტრონულად — სააგენტოს ელ-ფოსტაზე: document@rda.gov.ge
თანადაფინანსების მისაღებად საჭირო ეტაპებისა და წარმოსადგენი დოკუმენტაციის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ქვემოთ.
წვეთოვანი სარწყავი სისტემის მოწყობა დაფინანსდება ისეთი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, რომელზეც ამ პროგრამის ბაღების კომპონენტის ფარგლებში არ არის დაფინანსებული ან/და მოთხოვნილი მრავალწლიანი ბაღის გაშენების დაფინანსება, ფიზიკური და იურიდიული პირის შემთხვევაში − არაუმეტეს 50%-ის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 1 250 ლარისა 0,5 ჰა-ზე, ხოლო სასოფლო-სამეურნეო სტატუსის მქონე კოოპერატივების, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებისა და მაღალმთიანი დასახლებების შემთხვევაში – არაუმეტეს 60%-ის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 1 500 ლარისა 0,5 ჰა-ზე.
შენიშვნა: არ ფინანსდება - გაუთვალისწინებელი/ სხვა ხარჯები; გეგმიური დაგროვება; ზედნადები ხარჯები.
კომპონენტის ფარგლებში დაფინანსდება ერთი ბენეფიციარის მიერ არაუმეტეს 50 ჰა წვეთოვანი სარწყავი სისტემის მოწყობა.
სააგენტოსა და პოტენციურ ბენეფიციარს შორის ხელშეკრულების გასაფორმებლად პოტენციურმა ბენეფიციარმა უნდა წარადგინოს შემდეგი დოკუმენტები: „რას უნდა შეიცავდეს ინვოისი“
- შევსებული განაცხადის ფორმა;
- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (იურიდიული პირის შემთხვევაში);
- პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (იურიდიული პირის შემთხვევაში -დირექტორის/პასუხისმგებელი პირის; ფიზიკური პირის/ინდივიდუალური მეწარმის შემთხვევაში - ნაკვეთის მფლობელისა და პასუხისმგებელი პირის);
- მიწის ნაკვეთის საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი (ამონაწერი საჯარო რეესტრიდან და საკადასტრო რუკა), იჯარის შემთხვევაში, ამონაწერთან ერთად წარდგენილი უნდა იყოს იჯარის ხელშეკრულება (იჯარის დარჩენილი პერიოდი უნდა შეადგენდეს მინიმუმ 10 წელს, იჯარის ხელშეკრულება უნდა იყოს რეგისტრირებული სსიპ− საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში);
- ინვოისი ან/და ხელშეკრულება ქართულ ენაზე/ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი ქართულ ენაზე წვეთოვანი სარწყავი სისტემის მომწყობი კომპანიიდან;
- სააგენტოს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გაცემული დასკვნა, რომ მიწის ნაკვეთი არის წყლით უზრუნველყოფილი .აღნიშნული დოკუმენტის წარდგენა არ არის სავალდებულო, თუ სეტყვის საწინააღმდეგო სისტემების ან/და ჭის/ჭაბურღილის/წვეთოვანი სარწყავი სისტემის მოწყობის თანადაფინანსების კომპონენტის ფარგლებში დაფინანსებული/ ანაზღაურებული იქნება ჭის/ჭაბურღილის (მათ შორის, სატუმბი სადგურის) მოწყობა და დადასტურებული იქნება მიზნობრიობის შესრულება;
-
სსიპ − ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა ან სახელმწიფო რეესტრში რეგისტრირებული პირების მიერ გაცემული ანგარიში, განაცხადით გათვალისწინებულ მიწაზე არსებული ბაღების ამ პროგრამის ბაღების კომპონენტით განსაზღვრულ პირობებთან შესაბამისობის შესახებ.
გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც განაცხადით მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე სააგენტოს თანადაფინანსებით ბაღების კომპონენტის ფარგლებში გაშენებულია ბაღი და დადასტურებულია მიზნობრიობის შესრულება სააგენტოში განაცხადის წარდგენამდე სამი თვით ადრე.
- ბენეფიციარის საბანკო რეკვიზიტები.
წვეთოვანი სარწყავი სისტემის მოწყობის ღირებულება დაფინანსდება მხოლოდ მას შემდეგ, რაც ბენეფიციარის მიერ წარდგენილი იქნება სსიპ − ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა ან სახელმწიფო რეესტრში რეგისტრირებული პირების, რომელთაც სამსახურის მიერ განხორციელებული ხარისხის მართვის სისტემის მონიტორინგის შედეგად მინიჭებული აქვთ სავალდებულო აუდიტის ჩატარების უფლებამოსილება მიერ გაცემული ანგარიში, რითაც უნდა დასტურდებოდეს წვეთოვანი სარწყავი სისტემის მოწყობის მიზნობრიობის შესრულება.
სიახლეები
ტექნიკური დახმარების პროგრამაში შესული ცვლილებები - გადაცემა "მაესტრო რეგიონები"
სართიჭალაში ლურჯი მოცვის სანერგე მეურნეობა მოეწყო

გადაცემა ,,ბიზნეს პოსტი" - ლურჯი მოცვის კულტურა
აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირები სახელმწიფო პროგრამაში „დანერგე მომავალი“ დამატებით ბენეფიტს მიიღებენ
2023 წელს სახელმწიფო პროგრამის „დანერგე მომავალი“ ბიუჯეტი იზრდება
პროგრამა ,,დანერგე მომავალი" - გადაცემა ,,კაპიტალი"
სახელმწიფო პროგრამების დაფინანსებით გაშენებული ბაღებიდან მიღებული მოსავალი გერმანიასა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში იყიდება
სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით, კომპანიამ „გოლდენ ფარმს“ ლურჯი მოცვის ბაღი 16 ჰექტარზე გააშენა და სამაცივრე მეურნეობა მოაწყო
სენაკის მუნიციპალიტეტში, სოფლის განვითარების სააგენტომ ლურჯი მოცვის ბაღის გაშენება და სამაცივრე მეურნეობის შექმნა დააფინანსა
სასოფლო-სამეურნეო საქმიანობით დაინტერესებული 757 ქალი თემატურ საინფორმაციო შეხვედრებს დაესწრო
პროგრამის ,,დანერგე მომავალი” ბაღების კომპონენტში განაცხადების მიღება 30 ოქტომბერს დაიწყება
