საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დელეგაცია ვიზიტით ხორვატიასა და სერბეთში იმყოფებოდა
დელეგაციის წევრები ხორვატიისა და სერბეთის გადამხდელი სააგენტოების გამოცდილებას გაეცნენ. აღნიშნული ვიზიტი სოფლის განვითარების სააგენტოს ინსტიტუციური რეფორმის, სააგენტოს გადამხდელ სააგენტოდ (Paying Agency) გარდაქმნის პროცესში დაგეგმილი ერთ-ერთი აქტივობაა.