საერთაშორისო გამოფენა - Hospitality Qatar 2026
| გამოფენის შესარჩევ კონკურსში განაცხადები მიიღება 2026 წლის 23 იანვრის 12:00 საათიდან 6 თებერვლის 18:00 საათის ჩათვლით |
2026 წლის 12 – 14 ოქტომბერს ქალაქ დოჰაში, კატარში, გაიმართება საერთაშორისო გამოფენა „Hospitality Qatar 2026“.
გასულ წელს გამოფენაში მონაწილეობას იღებდა 150 კომპანია 11 ქვეყნიდან. გამოფენას 12,000-მდე ვიზიტორი სტრუმრობდა.
ა(ა)იპ - სოფლის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, გამოფენაში მონაწილეობას შეძლებენ საკვები ან/და სასმელი პროდუქციის (გარდა ალკოჰოლური სასმელების, ღორის ხორცისა და ღორის ხორცპროდუქტების) მწარმოებელი კომპანიები.
Hospitality Qatar სასტუმრო და სარესტორნო ინდუსტრიის ერთ-ერთი წამყვანი გამოფენაა, რომელიც ბოლო ათი წლის განმავლობაში აღნიშნული ინდუსტრიისა და ბიზნესის წარმომადგენლებს იდეალურ შესაძლებლობას აძლევს საქმიანი კავშირების დასამყარებლად.
გამოფენის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.