ქ. ბერლინში, საერთაშორისო გამოფენაზე „მწვანე კვირეული“ ქართული პავილიონი გაიხსნა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერითა და სოფლის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, ქ. ბერლინში, გამოფენაზე „მწვანე კვირეული“ თხუთმეტმა ქართულმა კომპანიამ დამთვალიერებელს საკუთარი წარმოების აგროსასურსათო პროდუქცია გააცნო.

ქართულ პავილიონში წარმოდგენილი იყო კომპანიების: ტერა ქისი, ჰობი, აქტო, აჩინებული, ბრიცა, სანვაინი, თიემთი, თელიანი ველი, ჩელთი, თორელი, მეისტერ ბროუ, ჯორჯიან ნატურალ პროდუქტი, ალფა გრუპი, არტ ვაინი, მილმარტი წარმოებული ღვინო, სპირტიანი სასმელები, ორგანული წვენები, თაფლი, სანელებლები, ხილისა და ბოსტნეულის საკონსერვო ნაწარმი. ქართული სტენდის სტუმრებს ქართული კერძების დაგემოვნების საშუალებაც ჰქონდათ. 

გამოფენის გახსნას სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილე გიორგი ავალიანი და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ალექსანდრე კარტოზია  დაესწრნენ.

„სოფლის განვითარების სააგენტო მიმდინარე წელს გეგმავს, 10 ქვეყანაში 11 საერთაშორისო გამოფენაზე მოაწყოს პავილიონები და ქართულ კომპანიებს საკუთარი წარმოების აგროსასურსათო პროდუქციის ასიათასობით მომხმარებლებისთვის გაცნობის შესაძლებლობა მისცეს. საერთაშორისო გამოფენები უნიკალური შესაძლებლობაა ქართულმა აგროსასურსათო კომპანიებმა დაამყარონ ახალი ბიზნესკავშირები და გააძლიერონ საქართველოს, როგორც ხარისხიანი აგროპროდუქციის მწარმოებელი ქვეყნის იმიჯი“, - განაცხადა სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილე გიორგი ავალიანმა.

„მწვანე კვირეული“ მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი გამოფენაა, რომელიც მოიცავს სოფლის მეურნეობის, სურსათისა და მებაღეობის სექტორებს.

გამოფენაში მონაწილეობს საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციაც, რომელიც დამთვალიერებლებს  საქართველოს ტურისტულ პროდუქტებს და მიმართულებებს აცნობს.

საერთაშორისო გამოფენა 16 იანვარს გაიხსნა და 25 იანვარს დასრულდება.  მიმდინარე წელს გამოფენაში 50-ზე მეტი ქვეყნიდან 1,600-ზე მეტი ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანია იღებს მონაწილეობას. 

 

სხვა სიახლეები

ყველას ნახვა
სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორმა ქვემო ქართლის  რეგიონული სამსახურის 2025 წლის ანგარიში მოისმინა

სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორმა ქვემო ქართლის რეგიონული სამსახურის 2025 წლის ანგარიში მოისმინა

სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორი ზურაბ გოზალიშვილი სააგენტოს ქვემო...
ციფრული აპლიკაცია „საქართველოს სოფლის მეურნეობის კლიმატური სერვისი“  (GECSA) ხელმისაწვდომია შიდა  ქართლის და კახეთის რეგიონში

ციფრული აპლიკაცია „საქართველოს სოფლის მეურნეობის კლიმატური სერვისი“ (GECSA) ხელმისაწვდომია შიდა ქართლის და კახეთის რეგიონში

აპლიკაციის  პრეზენტაციას, რომელიც ფერმერებისთვის აგროსამუშაოების ამინდის...
სოფლის განვითარების სააგენტო, 2026 წელს, ქართულ პავილიონებს 11 საერთაშორისო გამოფენაზე მოაწყობს

სოფლის განვითარების სააგენტო, 2026 წელს, ქართულ პავილიონებს 11 საერთაშორისო გამოფენაზე მოაწყობს

სოფლის განვითარების სააგენტომ 2026 წელს დაგეგმილი იმ საერთაშორისო გამოფენების...