სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორმა ზურაბ გოზალიშვილმა შიდა ქართლის რეგიონული სამსახურის თანამშრომლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

სააგენტოს დირექტორმა შიდა ქართლის რეგიონული სამსახურის ხელმძღვანელისაგან მოისმინა ინფორმაცია გაწეული და  მიმდინარე სამუშაოების შესახებ

„სოფლის განვითარების სააგენტოს რეგიონული სამსახურების თანამშრომლები, სხვადასხვა ეტაპზე, აქტიურად არიან ჩართულნი სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში სოფლად აგრო საქმიანობის დაგეგმვისა და განხორციელების პროცესში. სააგენტოს თანამშრომლები უზრუნველყოფენ პროგრამებში მონაწილეობისათვის საჭირო დოკუმენტაციის  გაცემასა და  ადმინისტრირებას.  განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მათი ჩართულობა მონიტორინგის პროცესში, რაც საშუალებას იძლევა, დროულად გამოვლინდეს არსებული გამოწვევები, შეფასდეს პროგრამების მიმდინარეობა და მოსალოდნელი შედეგი. ეს მიდგომა მნიშვნელოვნად ზრდის პროგრამების ეფექტიანობას და უზრუნველყოფს მიზნობრივი რესურსების სწორად გამოყენებას“,  - განაცხადა სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორმა ზურაბ გოზალიშვილმა. 

შიდა ქართლში, სოფლის განვითარების სააგენტოს რეგიონული სამსახური და  მასში შემავალი საინფორმაციო-საკონსულტაციო 4 ცენტრი ფუნქციონირებს. 

სამუშაო შეხვედრას სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილეები გიორგი ავალიანი და გიორგი მაზიაშვილი ესწრებოდნენ.

 

სხვა სიახლეები

ყველას ნახვა
ამსტერდამში გამართულ საერთაშორისო გამოფენაზე World of Private Label International Trade Show საქართველოს პავილიონი იყო წარმოდგენილი

ამსტერდამში გამართულ საერთაშორისო გამოფენაზე World of Private Label International Trade Show საქართველოს პავილიონი იყო წარმოდგენილი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერითა და სოფლის...
სოფლის განვითარების სააგენტოს თანამშრომლებს თურქი კოლეგები თურქეთის სასოფლო-სამეურნეო დაზღვევის ფონდის (TARSIM) საქმიანობის წარმატებულ გამოცდილებას გაუზიარებენ

სოფლის განვითარების სააგენტოს თანამშრომლებს თურქი კოლეგები თურქეთის სასოფლო-სამეურნეო დაზღვევის ფონდის (TARSIM) საქმიანობის წარმატებულ გამოცდილებას გაუზიარებენ

ტრენინგები  სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილემ გიორგი...