„ფერმერის დღე 2026“ 19 სექტემბერს ჩატარდება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივითა და სოფლის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით „ფერმერის დღე 2026“ 19 სექტემბერს ჩატარდება.

ღონისძიების ფარგლებში დაჯილდოვდებიან აგროსექტორის ის წარმომადგენლები, რომლებმაც განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს სოფლის მეურნეობის დარგის განვითარებაში.

თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში, 19 სექტემბერს 12:00 საათიდან, ღონისძიების სტუმრებს მრავალფეროვანი და საინტერესო თემატური სივრცეები დახვდებათ.

ღონისძიების ერთ-ერთი გამორჩეული ნაწილი იქნება სპეციალურად მოწყობილი პავილიონები, სადაც ქართული აგროსექტორის წარმომადგენლები საკუთარ პროდუქციას წარადგენენ და სტუმრებს ხარისხიანი აგროსასურსათო პროდუქციის მრავალფეროვნებას გააცნობენ.

სტუმრებს, ასევე ექნებათ შესაძლებლობა, გაეცნონ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს უწყებების მიერ ფერმერებისა და აგრობიზნესის წარმომადგენლებისთვის შეთავაზებულ აგროსერვისებს.

პროფესიონალი შეფის მონაწილეობით ჩატარდება კულინარიული მასტერკლასები.

პატარა სტუმრებისთვის მოეწყობა საბავშვო სივრცე, სადაც სხვადასხვა აქტივობა გაიმართება.

„ფერმერის დღის“ მიზანია, კიდევ ერთხელ გაესვას ხაზი ფერმერების მნიშვნელოვან როლს ქვეყნის ეკონომიკის, რეგიონების გაძლიერებისა და სასოფლო-სამეურნეო დარგის განვითარებაში. 

 

სხვა სიახლეები

ყველას ნახვა
ქართული აგროსასურსათო პროდუქცია ჩინეთში, საერთაშორისო გამოფენაზე „SIAL Guangzhou”  პირველად არის წარმოდგენილი

ქართული აგროსასურსათო პროდუქცია ჩინეთში, საერთაშორისო გამოფენაზე „SIAL Guangzhou” პირველად არის წარმოდგენილი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერითა და სოფლის...
ფერმერული მეურნეობებისა და სოფლად არსებული საწარმოების რეესტრში 833 სუბიექტია რეგისტრირებული

ფერმერული მეურნეობებისა და სოფლად არსებული საწარმოების რეესტრში 833 სუბიექტია რეგისტრირებული

ფერმერული მეურნეობებისა და სოფლად არსებული საწარმოების რეესტრში 1 ივლისიდან 31...
რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში „აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის“ შესახებ საინფორმაციო შეხვედრა  ჩატარდა

რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში „აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის“ შესახებ საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა

ქ. ამბროლაურში გამართულ საინფორმაციო შეხვედრას სოფლის განვითარების სააგენტოს...