გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია სოფლის განვითარების სააგენტოს რეგიონული სამსახურების ხელმძღვანელებს სამუშაო ფორმატში შეხვდა

შეხვედრაზე მინისტრმა ყურადღება ექსტენციის სამსახურების მუშაობის ეფექტიანობაზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ, თითოეული რეგიონის სპეციფიკიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია რეგიონული სამსახურების მიერ ფერმერთა საჭიროებების დროული იდენტიფიკაცია და მათზე რეაგირება. 

„სახელმწიფო პროგრამები მუდმივად იხვეწება, ვქმნით ახალ პროგრამებს; ჩვენი მიზანია, ყველა აქტივობა დარგის განვითარებასა და ფერმერთა საჭიროებებზე იყოს მორგებული. თითოეული რეგიონის სპეციფიკის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია სწორედ რეგიონული სამსახურებისგან მოვისმინოთ როგორც გამოწვევების შესახებ ინფორმაცია, ისე შედეგზე ორიენტირებული ინიციატივები“,  - განაცხადა ოთარ შამუგიამ. 

სოფლის განვითარების სააგენტოს რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა  ლაშა შალამბერიძემ ექსტენციის სამსახურის   2024 წლის გეგმების და იმ პროგრამების  მიმდინარეობის შესახებ ისაუბრა, რომელიც ექსტენციის სამსახურების ჩართულობით მიმდინარეობს. 

ექსტენციის სამსახურების სამუშაო თითოეულ სოფელში წინასწარ გაწერილი გრაფიკის შესაბამისად ხორციელდება, რაც გულისხმობს ფერმერთა საჭიროებების გამოვლენას, სახელმწიფო პროგრამების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობით დაკავებულ მოსახლეობასთან  შეხვედრების ჩატარებას; ასევე,  გამოცდილების გაზიარების მიზნით, სადემონსტრაციო ნაკვეთებსა  და სახელმწიფო პროგრამების ბენეფიციარებთან ვიზიტების ორგანიზებას.  

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ექსტენციის სამსახურების თანამშრომლები აქტიურად და წარმატებით არიან ჩართული აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო კამპანიის, აგროპროდუქტების მიკვლევადობის პროექტისა და თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში მიმდინარე აქტივობებში. 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე თენგიზ ნასარიძე, სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორი დავით წითლიძე, სააგენტოს დირექტორის პირველი მოადგილე გიორგი ფანცულაია, მოადგილეები ნატალია ხარატიშვილი და გიორგი ჯიბლაძე ესწრებოდნენ.

 

სხვა სიახლეები

ყველას ნახვა
ამსტერდამში გამართულ საერთაშორისო გამოფენაზე World of Private Label International Trade Show საქართველოს პავილიონი იყო წარმოდგენილი

ამსტერდამში გამართულ საერთაშორისო გამოფენაზე World of Private Label International Trade Show საქართველოს პავილიონი იყო წარმოდგენილი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერითა და სოფლის...
სოფლის განვითარების სააგენტოს თანამშრომლებს თურქი კოლეგები თურქეთის სასოფლო-სამეურნეო დაზღვევის ფონდის (TARSIM) საქმიანობის წარმატებულ გამოცდილებას გაუზიარებენ

სოფლის განვითარების სააგენტოს თანამშრომლებს თურქი კოლეგები თურქეთის სასოფლო-სამეურნეო დაზღვევის ფონდის (TARSIM) საქმიანობის წარმატებულ გამოცდილებას გაუზიარებენ

ტრენინგები  სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილემ გიორგი...