მაღალმთიან დასახლებებში სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების პროგრამა

„მაღალმთიან დასახლებებში სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების პროგრამაში“ განაცხადების მიღება 2024 წლის 14 მაისის 12:00 საათზე დაიწყება!

პროგრამა ითვალისწინებს მაღალმთიან დასახელებებში მცირე სასოფლო-სამეურნეო ტექნიკაზე თანადაფინანსებას, კერძოდ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების არანაკლებ 7 ცხენის ძალის მქონე სიმძლავრის ხელის ტრაქტორზე (მოტობლოკი) და მისაბმელზე (იმპლემენტი) მხოლოდ ხელის ტრაქტორთან ერთად კომპლექტში, რომელიც გამოიყენება სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებისთვის.

დაფინანსება  შეიძლება მიიღოს მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მქონე ფიზიკურმა პირმა, რომელსაც მაღალმთიან დასახლებაში საკუთრებაში/თანასაკუთრებაში გააჩნია სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი.

სააგენტოს თანადაფინანსების მოცულობა ჯამურად ერთ ბენეფიციარზე შეადგენს სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ღირებულების არაუმეტეს 70%-ს:

  • 7-დან 9 ცხ.ძ-მდე სიმძლავრის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შესყიდვის შემთხვევაში არაუმეტეს 1,200 ლარს;
  • 9-დან 11 ცხ.ძ-მდე სიმძლავრის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შესყიდვის შემთხვევაში არაუმეტეს 1,700 ლარს;
  • 11-დან 13 ცხ.ძ-მდე სიმძლავრის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შესყიდვის შემთხვევაში არაუმეტეს 2,200 ლარს;
  • 13 და მეტი ცხ.ძ-ის სიმძლავრის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შესყიდვის შემთხვევაში არაუმეტეს 2,500 ლარს;

დეტალური ინფორმაცია პროგრამის შესახებ იხილეთ ბმულზე

გისურვებთ წარმატებას.

სხვა სიახლეები

ყველას ნახვა
ამსტერდამში გამართულ საერთაშორისო გამოფენაზე World of Private Label International Trade Show საქართველოს პავილიონი იყო წარმოდგენილი

ამსტერდამში გამართულ საერთაშორისო გამოფენაზე World of Private Label International Trade Show საქართველოს პავილიონი იყო წარმოდგენილი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერითა და სოფლის...
სოფლის განვითარების სააგენტოს თანამშრომლებს თურქი კოლეგები თურქეთის სასოფლო-სამეურნეო დაზღვევის ფონდის (TARSIM) საქმიანობის წარმატებულ გამოცდილებას გაუზიარებენ

სოფლის განვითარების სააგენტოს თანამშრომლებს თურქი კოლეგები თურქეთის სასოფლო-სამეურნეო დაზღვევის ფონდის (TARSIM) საქმიანობის წარმატებულ გამოცდილებას გაუზიარებენ

ტრენინგები  სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილემ გიორგი...