პროგრამებში/პროექტებში მონაწილეობის მსურველებმა განაცხადები უნდა წარმოადგინონ მხოლოდ ქართულ ენაზე.

პროგრამაში განაცხადების მიღება 2024 წლის 21 მაისის 12:00 საათზე დაიწყება

განაცხადები მიიღება ბიუჯეტის ამოწურვამდე

თუ ცხოვრობთ  მაღალმთიან რეგიონებში და გსურთ სასოფლო-სამეურნეო ტექინიკის შეძენა, პროგრამის ფარგლებში შესაძლებლობა გაქვთ მიიღოთ თანადაფინანსება. 

პროგრამის მიზანი და ამოცანა

„მაღალმთიან დასახლებებში სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების პროგრამის“ მიზანია მაღალმთიან დასახლებებში სასოფლო-სამეურნეო ტექნიკაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა. 

პროგრამის ამოცანას წარმოადგენს სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შესასყიდად საჭირო ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა თანადაფინანსების გზით.

პროგრამის განმახორციელებელი 

პროგრამის განმახორციელებელია სოფლის განვითარების სააგენტო.

პროგრამის განხორციელებას კოორდინაციას უწევს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.

პროგრამის გავრცელების გეოგრაფიული არეალი

პროგრამა განხორციელდება საქართველოს მაღალმთიან დასახლებებში (მაღალმთიანი  დასახლებები განისაზღრება საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 დეკემბრის №671 დადგენილებით  „მაღალმთიან დასახლებათა ნუსხის დამტკიცების შესახებ“. დაგენილებაში შესაძლოა განხორციელდეს ცვლილება, რომლის გადამოწმებაც შესაძლებელია საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე).


საქართველოს მთავრობის დადგენილება

სიახლეები