პროგრამებში/პროექტებში მონაწილეობის მსურველებმა განაცხადები უნდა წარმოადგინონ მხოლოდ ქართულ ენაზე.

პროექტში მონაწილეობის მისაღებად, პოტენციური ბენეფიციარი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:

  • ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელთანაც სააგენტოს პროექტების/პროგრამების ფარგლებში გაფორმებულია დაფინანსების/ თანადაფინანსების ხელშეკრულება და შესაძლებელია, გაფორმდეს ხელშეკრულება ან სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი, რომელთანაც სააგენტოს პროექტების/ პროგრამების ფარგლებში გაფორმებული არაა დაფინანსების/ თანადაფინანსების ხელშეკრულება და შესაძლებელია, გაფორმდეს ხელშეკრულება ან უცხოელი კონსულტანტის მომსახურების თანადაფინანსების მიზნობრიობის პოტენციური ბენეფიციარი − არანაკლებ 10 პირისაგან შექმნილი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი (ასოციაცია) და/ან სასოფლო-სამეურნეო სტატუსის მქონე კოოპერატივი და/ან არანაკლებ 10 პირისგან შექმნილი „წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე შექმნილი, წევრობაზე დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელთანაც შესაძლებელია, გაფორმდეს ხელშეკრულება;
  • რეგისტრირებული იყოს “ფერმათა/ფერმერთა რეგისტრაციის პროექტის” რეესტრში
  • უცხოელი კონსულტანტის მომსახურების თანადაფინანსების მიზნობრიობის პოტენციურ ბენეფიციარს ან/და მის წევრ(ებ)ს ან/და წევრების მეპაიე(ებ)ს ან/და მეპაიეებს, რომელთაც განაცხადით მოთხოვნილი აქვთ , კონსულტანტის თანადაფინანსება უნდა გააჩნდეს:
  • მრავალწლოვანი კულტურების შემთხვევაში არანაკლებ 50 ჰა, ხოლო კენკროვანი კულტურების შემთხვევაში არანაკლებ 30 ჰა გაშენებული ერთი კულტურის ბაღ(ებ)ი. მრავალწლოვანი კულტურების ბაღები მოწყობილი უნდა იყოს სახელმწიფო პროგრამის − „დანერგე მომავალი“ ფარგლებში ან  სახელმწიფო პროგრამის − „დანერგე მომავალი“ განსაზღვრული სტანდარტის შესაბამისად; (გარდა იმ კულტურებისა, რომლებიც არაა გათვალისწინებული „დანერგე მომავალი“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 12 თებერვლის №56 დადგენილებით დამტკიცებული სახელმწიფო პროგრამის − „დანერგე მომავალი“ ფარგლებში) 
  • კარტოფილის ან მარცვლოვანი ერთწლოვანი კულტურებისათვის ერთი კულტურის წარმოებისათვის  არანაკლებ 100 ჰა,  ხოლო ბოსტნეულის ან ბაღჩეულის ერთწლოვანი კულტურების შემთხვევაში, ერთი კულტურის წარმოებისათვის არანაკლებ 50 ჰა მიწის ფართობ(ებ)ი;
  • სათბურის შემთხვევაში, არანაკლებ ჰა სასათბურე მეურნეობა;
  • ტექნიკური კონსულტანტის თანადაფინანსება უნდა გააჩნდეს არანაკლებ 2,000 ტონის ტევადობის შემნახველი ინფრასტრუქტურა;
  • უცხოელი კონსულტანტის მომსახურების თანადაფინანსების მიზნობრიობის პოტენციურ ბენეფიციარს უნდა ჰყავდეს აგრონომი. 

კონსულტანტისა და ტექნიკური კონსულტანტის შესაბამისობის კრიტერიუმები:

  • განათლება მიღებული უნდა ჰქონდეს მცენარეთა მოვლა-მოყვანისა ან/და მოსავლის აღების შემდგომი ტექნოლოგიების განხრით;
  • გააჩნდეს არანაკლებ წლიანი საკონსულტაციო ან/და სამეცნიერო ან/და პრაქტიკული სამუშაო გამოცდილება, ასევე განაცხადის წარდგენის თარიღამდე ბოლო ხუთი წლის განმავლობაში არანაკლებ ხუთ პირთან განხორციელებული დოკუმენტურად დადასტურებული კონსულტაცია უცხოელი კონსულტანტის მომსახურების თანადაფინანსების მიზნობრიობის პოტენციური ბენეფიციარის მიერ განაცხადით მოთხოვნილი კულტურის წარმოების მიმართულებით ან/და მოსავლის აღების შემდგომი ტექნოლოგიების მიმართულებით.

სიახლეები

თიანეთის მუნიციპალიტეტში, სახელმწიფო ხელშეწყობით შექმნილმა რძის გადამმუშავებელმა კოოპერაციულმა საწარმომ „ყვარის მთა“  სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტი  დანერგა

თიანეთის მუნიციპალიტეტში, სახელმწიფო ხელშეწყობით შექმნილმა რძის გადამმუშავებელმა კოოპერაციულმა საწარმომ „ყვარის მთა“ სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტი დანერგა

საწარმო, რომლის წარმადობა დღიურად 1,5 ტონას შეადგენს, უზრუნველყოფს თანამედროვე...