პროგრამებში/პროექტებში მონაწილეობის მსურველებმა განაცხადები უნდა წარმოადგინონ მხოლოდ ქართულ ენაზე.
პროგრამაში განაცხადების მიღება მიმდინარეობს 


თუ ხართ დაინტერესებული ბიომეურნეობით, სახელმწიფო გთავაზობთ არაბიომეურნეობიდან ბიომეურნეობაზე გადასვლისას გაწეული ხარჯის ანაზღაურებას.

განაცხადის შევსებული ფორმისა და თანმდევი დოკუმენტაციის მატერიალური სახით წარმოდგენა შესაძლებელია სოფლის განვითარების სააგენტოს ცენტრალურ ოფისში, რეგიონულ სამმართველოებში ან საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრებში.

ამასთანავე, აღნიშნული დოკუმენტაციის წარმოდგენა შესაძლებელია სააგენტოს ელ-ფოსტაზე: document@rda.gov.ge

დოკუმენტაციას თან უნდა ერთოდეს განცხადება ახალი განაცხადის წარმოდგენასთან დაკავშირებით.

პროგრამის მიზანი და ამოცანა

ბიოწარმოების ხელშეწყობის პროგრამის მიზანია ბიოწარმოების მხარდაჭერა ბიოპროდუქტების წარმოების ზრდის უზრუნველსაყოფად.

პროგრამის ამოცანაა ბიოწარმოების მსურველი პოტენციური ბენეფიციარების ფინანსური მხარდაჭერა. 

პროგრამის განმახორციელებელი 

პროგრამის განმახორციელებელია სოფლის განვითარების სააგენტო.

პროგრამის განხორციელებას კოორდინაციას უწევს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.

პროგრამის მიზნობრიობები 

პროგრამა ითვალისწინებს, კონვერსიის პერიოდში გაწეული შემდეგი მიზნობრიობების ანაზღაურებას: 

  • ბიოწარმოების სერტიფიცირება;
  • საკონსულტაციო მომსახურება; 
  • თაფლისა და ცვილის ლაბორატორიული ანალიზის მომსახურება;

პროგრამა დამატებით მოიაზრებს შემდეგი ხარჯების ანაზღაურებას: 

  • მევენახეობა - ორგანულ მეურნეობაში დაშვებული ორგანული სასუქების ან/და მავნებლებისა და დაავადებების წინააღმდეგ გამოსაყენებელი ბიოპრეპარატების შეძენა;
  • მეფუტკრეობა - ფუტკრის სამკურნალო ბიოპრეპარატების და ბიოფიჭის შეძენა.

პროგრამის გავრცელების გეოგრაფიული არეალი

პროგრამის გავრცელების გეოგრაფიული არეალია საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტი და თვითმმართველი ქალაქი. 

 

საქართველოს მთავრობის დადგენილება

მონაცემები  2022 წლიდან 2025 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით

სიახლეები