• ვის შეუძლია პროექტში მიიღოს მონაწილეობა?

    პროექტში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოს მოქალაქე ფიზიკურ პირს ან საქართველოში რეგისტრირებულ მეწარმე ფიზიკურ/იურიდიულ პირს.

  • დაფინანსდება თუ არა ტექნიკის ნაწილები?

    პროგრამის ფარგლებში, ტექნიკის ნაწილები არ ფინანსდება. 

  • სად და როგორი ფორმით უნდა წარვადგინო განაცხადი?

    განაცხადების წარმოდგენა ხორციელდება მხოლოდ ელექტრონულად, ვებგვერდის საშუალებით.

  • განაცხადთან ერთად რა დოკუმენტები უნდა წარმოვადგინო?

    განაცხადთან ერთად დოკუმენტების წარმოდგენა არ არის საჭირო.

  • როდის უნდა წარმოვადგინო დოკუმენტები?

    განაცხადის შემოტანიდან 5 დღის განმავლობაში ვალდებული ხართ, ვებგვერდის საშუალებით ატვირთოთ დოკუმენტები.

  • რომელი დოკუმენტები უნდა წარმოვადგინო?
  • განაცხადზე გადაწყვეტილება რა ფორმით მეცნობება?

    გადაწყვეტილება შეგიძლიათ იხილოთ ვებგვერდზე, პირად ანგარიშზე ავტორიზაციის შემდეგ.  

  • როდის არის განაცხადების შემოტანა შესაძლებელი?

    განაცხადების მიღების დრო განთავსებულია ვებგვერდზე.

  • როდის სრულდება განაცხადების მიღება?

    განაცხადების მიღება სრულდება პროგრამის ფარგლებში განსაზღვრული ბიუჯეტის ამოწურვის შემდეგ.

  • როგორ უნდა მოვიქცე განაცხადის უარყოფის შემთხვევაში?

    იმ შემთხვევაში თუ მოცემულ მომენტში ხელმისაწვდომია პროგრამის ბიუჯეტი, შეგიძლიათ შემოიტანოთ ახალი განაცხადი.