• სავალდებულოა თუ არა საკონსულტაციო კომპანიის მომსახურება?
    დიახ, სავალდებულოა, ვინაიდან თქვენი პროექტის საბოლოო დამტკიცებისათვის აუცილებელია დადგენილი სტანდარტის ბიზნეს გეგმის წარმოდგენა. საკონსულტაციო კომპანიის მიერ ბიზნეს გეგმის შედგენა გაგიადვილებთ ამ პროცესს.
  • შეიძლება თუ არა ბანკის ან სალიზინგო კომპანიის დაფინანსების საკუთარი ფულადი სახსრებით ჩანაცვლება?

    დაფინანსების მისაღებად საბანკო კრედიტით ან ლიზინგით სარგებლობა არ არის სავალდებულო. თქვენი თანამონაწილეობა უნდა შეადგენდეს პროექტის ღირებულების მინიმუმ 60% -ს.

  • აუცილებელია თუ არა პროექტების პირობების გასაცნობად ვებ გვერდზე რეგისტრაცია?

    სააგენტოს პროექტების შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ ვებ გვერდზე რეგისტრაციის გარეშე. (იხილეთ ბმული) რეგისტრაცია სავალდებულოა სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსების კომპონენტის ფარგლებში განაცხადის წარმოსადგენად;

  • შესაძლებელია თუ არა მოქმედი საწარმოს დაფინანსება გაფართოების მიზნით?

    პროექტი ითვალისწინებს მხოლოდ ახალი საწარმოების შექმნას. ან  უმოქმედო საწარმოს რეაბილიტაციას. არ ფინანსდება არსებული საწარმოს მოდერნიზება/გაფართოება.

  • სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსების კომპონენტთან დაკავშირებით: რა სახით ხდება განაცხადის შევსება?

    გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსების პროექტში განაცხადის შემოტანა ხდება ელექტრონულად. რეგისტრაციის გასავლელად ეწვიეთ ბმულს.

  • რეგისტრაციის შემდგომ არ მომივიდა ელ. წერილი ბმულით, როგორ მოვიქცე?
    ცალკეულ შემთხვევაში ელ. წერილი შესაძლოა მოხვდეს ე.წ. „Junk” ან “spam” ფოლდერებში. იმ შემთხვევაში, თუ ამ ფოლდერებშიც არ არის ელ.წერილი, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ცხელი ხაზის საშუალებით და ვეცდებით უმოკლეს ვადაში გამოვასწოროთ ტექნიკური ხარვეზი;
  • რომელი დარგები დაფინანსდება?

    პროექტის ფარგლებში დასაფინანსებელი დარგებისა და რაიონების დეტალური სია შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე.

  • ვებგვერდზე რეგისტრაციის გასავლელად არც ერთ ველს არ აწერია სათაური. როგორ მოვიქცე?
    პირველ რიგში ყურადღება მიაქციეთ რომელი ბრაუზერით ხართ შესული ვებ გვერდზე. თუ ეს Internet Explorer-ია, გადაამოწმეთ რომელი ვერსიაა. www.rda.gov.ge მორგებულია ახალ, Internet Explorer 11-ზე. თუ თქვენი ბრაუზერი მოძველებულია, განაახლეთ ვერსია (Internet Explorer11) და თავიდან სცადეთ დარეგისტრირება. ასევე შეგიძლიათ ისარგებლოთ შემდეგი ბრაუზერებით: Mozilla Firefox, Opera, Google Chrome, რომლებზეც არანაირი სახის შეზღუდვა არ ვრცელდება და რომელთა ჩამოტვირთვაც შეგიძლიათ ბმულებიდან: Mozilla Firefox; Opera; Google Chrome;
  • მითითებული რაიონების გარდა, შესაძლებელია თუ არა სხვა რაიონებში საწარმოების შექმნის დაფინანსება?
    პროექტის ფარგლებში არის განსაზღვრული ის რაიონები, სადაც უნდა განხორციელდეს ახალი საწარმოების შექმნა, ასევე განსაზღვრულია ის დარგები რომლებიც დაფინანსდება. იმ შემთხვევაში, თუ განაცხადით არის გათვალისწინებული საწარმოს შექმნა ისეთ რაიონში რომელიც არ არის ჩამონათვალში, მოხდება განაცხადის უარყოფა;
  • განაცხადის შესავსებად სავალდებულოა თუ არა ვფლობდე კომპანიას?
    თქვენ შეგიძლიათ წარმოადგინოთ განაცხადი ფიზიკური პირის სახელით, იმ პირობით, რომ დაფინანსების დამტკიცების შემთხვევაში განხორციელდება შესაბამისი კომპანიის დაფუძნება, ვინაიდან პროექტით გათვალისწინებულია მხოლოდ იურიდიული პირების დაფინანსება.
  • რამდენი განაცხადის შევსება შეუძლია ერთ მომხმარებელს?
    ერთი პირის მიერ წარმოდგენილი განაცხადების რაოდენობა არ არის შეზღუდული;
  • როგორ შევიტყობ ჩემ მიერ წარმოდგენილი განაცხადის პასუხს?
    თქვენ მიერ წარმოდგენილი განაცხადის განხილვის შედეგები აისახება ვებ გვერდის განყოფილებაში - „ჩემი განაცხადები“. ასევე გეცნობებათ რეგისტრირებისას მითითებულ ელ. ფოსტის მისამართზე გამოგზავნილი წერილის საშუალებით;
  • შემიძლია თუ არა შემოვიტანო განაცხადი კომპანიის სახელით რომელშიც არ ვმუშაობ?
    განაცხადის შემოტანა შეუძლია ნებისმიერ პირს, ვისაც გააჩნია უფლება წარმოადგენდეს კომპანიას კომპონენტში. ამავდროულად, წარმომდგენი შესაძლებელია არ მუშაობდეს უშუალოდ კომპანიაში;
  • რა დამიჯდება საკონსულტაციო კომპანიის მომსახურება?

    ბენეფიციარი თვითონ იხდის ბიზნეს გეგმის მომზადების ღირებულებას, მომსახურების საფასურის დაზუსტება შესაძლებელია კონკრეტულ საკონსულტაციო კომპანიასთან.

  • შემიძლია თუ არა პროექტის ფარგლებში შევიძინო ავტოტრანსპორტი?

    პროექტის ფარგლებში ავტოტრანსპორტის შესყიდვა არ არის ნებადართული. 

  • ვფლობ მიწის ნაკვეთს / შენობას სადაც უნდა განთავსდეს საწარმო, ჩამეთვლება თუ არა თანამონაწილეობად?
    არა, პროექტის ფარგლებში გათვალისიწნებულია მხოლოდ ფულადი თანამონაწილეობა;
  • რა მოხდება თუ სააგენტოს თანადაფინანსების შემდეგ ბანკმა უარი განაცხადა სესხის გაცემაზე?
    თუ თქვენ ვერ უზრუნველყავით საბანკო/სალიზინგო დაფინანსების კომპონენტით საჭირო სახსრების მოძიება და ამასთან ვერ ჩაანაცვლეთ ის საკუთარი თანამონაწილეობით, ვერ მიიღებთ სააგენტოს თანადაფინანსებას;
  • თუ ბანკმა არ დამიმტკიცა სესხი, შემიძლია თუ არა მივმართო სხვა ბანკს ან საფინანსო ინსტიტუტს?
    იმ შემთხვევაში, თუ სააგენტოს თანადაფინანსების დამტკიცების შემდეგ ბანკმა უარი განაცხადა სესხის გაცემაზე, თქვენ შეგიძლიათ მიმართოთ პროექტში ჩართულ ნებისმიერ სხვა საფინანსო ინსტიტუტს;
  • შეიძლება თუ არა სესხის დასამტკიცებლად მივმართო ფინანსურ ინსტიტუტს, რომელიც არ არის ჩართული პროექტში?
    არა, ვინაიდან სესხის/ლიზინგის გადახდის შემსუბუქების მიზნით, სააგენტო ახორციელებს საპროცენტო ხარჯის ნაწილობრივ თანადაფინანსებას. კერძოდ: თქვენს სესხზე გადასახდელი სარგებელიდან წლიურ 11 %-ს გადაიხდის სააგენტო, რისთვისაც აუცილებელია სააგენტოს გააჩნდეს ბანკთან/სალიზინგო კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულება, რომელიც არეგულირებს ამ ურთიერთობებს, შესაბამისად, ამგვარი ხელშეკრულების არარსებობის შემთხვევაში, სააგენტო ვერ განახორციელებს საპროცენტო ხარჯის თანადაფინანსებას;
  • მშენებლობის ან / და რემონტის ექსპერტიზის საჭიროების შემთხვევაში ვინ გასწევს ხარჯს?
    ექსპერტიზას განახორციელებს სააგენტოს მიერ განსაზღვრული ექსპერტებიდან ერთ-ერთი, თქვენი შერჩევით. ექსპერტიზის ხარჯებს სააგენტო არ აანაზღაურებს;
  • შემიძლია თუ არა მივიღო დაფინანსება არსებული, მაგრამ გაჩერებული საწარმოს მოდერნიზაციისათვის?

    პროექტი ითვალისწინებს მხოლოდ ახალი საწარმოების შექმნას. ან  უმოქმედო საწარმოს რეაბილიტაციას. არ ფინანსდება არსებული საწარმოს მოდერნიზება.

  • შემიძლია თუ არა მონაწილეობის მიღება „სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი და შემახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტში თუ უკვე ვარ ჩართული შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტში და ვსარგებლობ რომელიმე კომპონენტით?

    შეგიძლიათ. „სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების“ პროექტი არ ზღუდავს შეღავათიანი აგროკრედიტით სარგებლობას.

  • რა სახის შემნახველი საწარმოების დაფინანსება მოხდება?
    დაფინანსდება მხოლოდ ახალი სამაცივრე ან/და მშრალი სასაწყობო საწარმოების შექმნა, არანაკლებ 200 ტ ტევადობით.
  • რა სახის პროდუქციის შემნახველ საწარმოზე გავრცელდება თანადაფინანსება?

    შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების კომპონენტის ფარგლებში დაფინანსდება ყველა სახის საწარმო. გარდა:

    ა) რძისა და რძის პროდუქტების შემნახველი საწარმო;

    ბ) ხორცისა და ხორცპროდუქტების შემნახველი საწარმო;

    გ) თევზისა და თევზპროდუქტების შემნახველი საწარმო.