• რა რაოდენობის თანხის აღება შეულია ფიზიკურ პირს?
    მიმდინარე პროექტის ფარგლებში, ძირითადი საშუალების კომპონენტში ფიზიკურ პირს შეუძლია აიღოს სესხი 20 000 ლარიდან 75 000 ლარის ჩათვლით, ხოლო მექანიზაციის ქვეკომპონენტში 7000 ლარიდან 75 000 ლარის ჩათვლით.
  • შესაძლებელია თუ არა შეღავათიანი აგროკრედიტით მიწის ფართობის შეძენა?
    მიმდინარე პროექტის ფარგლებში დაუშვებელია მიწის ფართობის შეძენა.
  • ვის უნდა მიმართოს დაინტერესებულმა პირმა შეღავათიანი აგროკრედიტით რომ ისარგებლოს?

    დაინტერესებულმა პირმა უნდა მიმართოს პროექტში მონაწილე საფინანსო ინსტიტუტებს.

  • ვფლობ მესაქონლეობის ფერმას და მსურს მისი გაფართოება, შემიძლია თუ არა პროექტში მონაწილეობის მიღება?
    დიახ, შეგიძლიათ ისარგებლოთ შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტით ძირითადი საშუალებების დაფინანსებისთვის. მესაქონლეობის ფერმის გაფართოების შემთხვევაში დაცული უნდა იყოს ფერმის სტანდარტები,ხოლო შესაძენი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი იდენტიფიცირებული უნდა იყოს სურსათის უვნებლობის სააგენტოში.
  • რამდენ პროცენტს შეადგენს სააგენტოს თანამონაწილეობა და რა ვადით თანამონაწილეობს ?
    ძირითადი საშუალებების დაფინანსებისას ბანკის მიერ დადგენილი საპროცენტო განაკვეთების თანადაფინანსება სააგენტოს მხრიდან განხორციელდება სესხის ძირითადი თანხის 11%-ის ოდენობით არა უმეტეს 66 თვის ვადით, ლიზინგის შემთხვევაში დაფინანსებისას მაქსიმუმ 12%-ისა ოდენობით არა უმეტეს 66 თვის ვადით, ხოლო აწარმოე საქართველოს სოფლის მეურნეობის ნაწილის შემთხვევაში 10 %-ის ოდენობით, არაუმეტეს 24 თვის ვადით, თავის პროცენტულ თანამონაწილეობას სააგენტო გადაიხდის სესხის გრაფიკის შესაბამისად მსესხებლის პარალელურად.
  • შესაძლებელია თუ არა ერთმა ბენეფიციარმა ერთდროულად ისარგებლოს შეღავათიანი აგროკრედიტით და შეღავათიანი აგროლიზინგით?
    დიახ, შესაძლებელია ერთდროულად შეღავათიანი აგროკრედიტით და შეღავათიანი აგროლიზინგით ერთი ბენეფიციარის თანადაფინანსება თუ ლიზინგისა და სესხის ჯამი არ აღემატება 1 500 000 ლარს.
  • შესაძლებელია თუ არა პარალელური სესხის აღება პროექტის ფარგლებში?
    დიახ, შესაძლებელია პარალელური სესხების გაცემა თუ მათი ჯამი არ აღემატება დადგენილ მაქსიმალურ ლიმიტს და თითოეული პარალელური სესხის თანხა არ არის მინიმალურ სალიმიტო თანხაზე ნაკლები.
  • შესაძლებელია თუ არა შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში დაფინანსდეს სოკოს სასათბურე მეურნეობა?
    დიახ, შესაძლებელია მიმდინარე პროექტის ძირითადი საშუალებების კომპონენტის ფარგლებში სოკოს სასათბურე მეურნეობის დაფინანსება.
  • რომელი სალიზინგო კომპანიები მონაწილეობენ შეღავათიანი აგროლიზინგის პროექტში?
    შეღავათიანი აგროლიზინგის პროექტში მონაწილეობენ საქართველოს სალიზინგო კომპანია, თიბისი ლიზინგი და ბიეიჩელ ლიზინგი.
  • შეგიძლიათ განმიმარტოთ როდის ხორციელდება მეორადი უზრუნველყოფა?
    ყოველი ახალი, არარეფირანსირებული სესხის ძირითადი თანხის მთლიანი მოცულობის არაუმეტეს 50%-ის მეორადი უზრუნველყოფა ხორციელდება სააგენტოს მიერ, რომელიც საფინანსო ინსტიტუტზე გაიცემა იმ შემთხვევაში, თუ მსესხებლის მიერ საკუთარი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო ბანკი ახდენს პირველადი უზრუნველყოფის რეალიზაციას და შედეგად ვერ ამოიღებს ნარჩენი ძირითადი თანხის 100 %-ს, სააგენტო უზრუნველყოფს სხვაობის შევსებას ნარჩენი ძირითადი თანხის 50%-ის ოდენობით.
  • შესაძლებელია თუ არა სესხის რეფირანსირება მიმდინარე პროექტის ფარგლებში?
    დიახ, შესაძლებელია თუ სესხი გაცემულია მიმდინარე პროექტის ფარგლებში და აღნიშნული მიზნობრიობა კვლავ ფინასდება.
  • შემიძლია თუ არა ერთდროულად ვისარგებლო მიმდინარე პროექტის ორივე კომპონენტით?
    ამ ეტაპზე შეგიძლიათ ისარგებლოთ ძირითადი საშუალებების კოპონენტით, მექანიზაციის ქვეკომპონენტით, ლიზინგით, ლიზინგის მექანიზაციის ქვეკომპონენტით და აწარმოე საქართველოს სოფლის მეურნეობის ნაწილით პარალელურად, დადგენილი ლიმიტების ფარგლებში.
  • შესაძლებელია თუ არა კერძო სესხის რეფირანსირება მიმდინარე პროექტის ფარგლებში?
    2015 წლის 1 იანვრიდან კერძო სესხის რეფირანსირება მიმდინარე პროექტის ფარგლებში დაუშვებელია. ასეთი ტიპის სესხის რეფირანსირება შესაძლებელი იყო 2015 წლის 1 იანვრამდე.
  • დასაშვებია თუ არა დაფინანსდეს მიმდინარე პროექტის ფარგლებში საოფისე ფართის მშენებლობა?
    მიმდინარე პროექტის ფარგლებში დაუშვებელია მხოლოდ საოფისე ფართის მშენებლობა/რემონტი/აღჭურვა.