ვანის რაიონში მდებარე ჩაის პლანტაციებს რეაბილიტაცია უტარდებათ

სახელმწიფო პროგრამაში ქართული ჩაი შპს ფერეთა ჩაი 2017 წელს ჩაერთო. კომპანია პლანტაციების რეაბილიტაციას 18 ჰექტარზე ვანის მუნიციპალიტეტში, სოფელ ფერეთაში ახორციელებს. სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულება 46,050 ლარს შეადგენს, საიდანაც 32,235 ლარს სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო აფინანსებს. პროგრამის ქართული ჩაი მენეჯერმა, ლევან უროტაძემ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის სამუშაოები დაათვალიერა. პროგრამაშიქართული ჩაი საქართველოს მასშტაბით ჩართულ 32 ბენეფიციარს 40 პროექტი დაუმტკიცდა. ჩაის სარეაბილიტაციო პლანტაციების ჯამური ფართობი 937 ჰექტარს შეადგენს, ხოლო ჯამური ინვესტიცია 2,348,614 ლარია, საიდანაც 1,631,945 ლარი სახელმწიფო თანადაფინანსებაა. პროგრამა ქართული ჩაი 2016 წლიდან ხორციელდება და მისი მიზანია საქართველოში არსებული ჩაის პლანტაციების პოტენციალის ეფექტიანად გამოყენება, ადგილობრივი ჩაის (მათ შორის, ბიოჩაის) წარმოების ზრდის ხელშეწყობა, შედეგად, თვითუზრუნველყოფის დონის ამაღლება და საექსპორტო პოტენციალის გაზრდა. აღსანიშნავია, რომ პროგრამის ფარგლებში შესაძლებელია როგორც კერძო, ასევე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული გაველურებული ჩაის პლანტაციების რეაბილიტაცია. ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციისთვის დაფინანსებას იღებენ იურიდიული პირები, მათ შორის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები. სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო ახორციელებს ერთიან აგროპროექტს, რომელიც გათვლილია გრძელვადიან განვითარებაზე და მისი მიზანია ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობაში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას და სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა.

სხვა სიახლეები

ყველას ნახვა
საქართველოს სხვადასხვა რეგიონში არასტანდარტულ ვაშლს ხილის გადამმუშავებელი 15 საწარმო იბარებს

საქართველოს სხვადასხვა რეგიონში არასტანდარტულ ვაშლს ხილის გადამმუშავებელი 15 საწარმო იბარებს

მიმდინარე წლის 9 სექტემბრიდან 25 ნოემბრის მდგომარეობით, სახელმწიფო პროგრამაში...
პროგრამის „დანერგე მომავალი“  ბაღების კომპონენტში  მონაწილეობისთვის განაცხადების მიღება გაზრდილი თანადაფინანსებით იწყება

პროგრამის „დანერგე მომავალი“ ბაღების კომპონენტში მონაწილეობისთვის განაცხადების მიღება გაზრდილი თანადაფინანსებით იწყება

სოფლის განვითარების სააგენტო სახელმწიფო პროგრამაში „დანერგე...