თხილის კადასტრში ბაღების რეგისტრაცია 28 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება

თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, თხილის კადასტრში რეგისტრაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. მიმდინარე წლის 17 თებერვლის მდგომარეობით,  რეგისტრირებულია 36,913 ჰა თხილის ბაღი.  

მეთხილე ფერმერებმა, სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად, ბაღების რეგისტრაცია  2023 წლის 28 აპრილის ჩათვლით უნდა მოახდინონ. 

სოფლის განვითრების სააგენტოს თხილის კადასტრის სამუშაო ჯგუფის წარმომადგენელების სოფლებში ვიზიტი წინასწარ დაგეგმილი გრაფიკით ხორციელდება. გრაფიკის შესახებ ინფორმაცია, კონკრეტული რეგიონის, სოფლისა და ვიზიტის თარიღის მითითებით, ხელმისაწვდომია ბმულზე

თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად,  საქართველოს მოქალაქე ფიზიკურ პირს საკუთრებაში ან/და ფაქტობრივ მფლობელობაში  უნდა გააჩნდეს თხილის ბაღი, ჯამურად  არანაკლებ  0.2 ჰა  და არაუმეტეს 3 ჰა.  სუბსიდიის მოცულობა განისაზღვრება 500 ლარით - 1 ჰა თხილის ბაღზე გადაანგარიშებით. 

პროგრამაში ჩართულ პირებზე სუბსიდია გაიცემა ლიბერთი ბანკის  აგრობარათზე შესაბამისი ქულების დარიცხვით. ქულების დარიცხვა დაიწყება მიმდინარე წლის გაზაფხულზე. სპეციალიზებულ აგრომაღაზიებში დარიცხული  ქულების გამოყენების ბოლო ვადაა 2023 წლის 31 აგვისტო.

თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამა ხორციელდება საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში, გარდა თვითმმართველი ქალაქებისა.

პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.

 

სხვა სიახლეები

ყველას ნახვა
ირიგაციით უზრუნველყოფილ მიწის ნაკვეთებზე სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოების ხელშეწყობის პროგრამა - გადაცემა "ბიზნეს პარტნიორი"

ირიგაციით უზრუნველყოფილ მიწის ნაკვეთებზე სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოების ხელშეწყობის პროგრამა - გადაცემა "ბიზნეს პარტნიორი"

პროგრამის შესახებ სოფლის განვითარების სააგენტოს პროექტების მართვისა და ტექნიკური...
„ირიგაციით უზრუნველყოფილ მიწის ნაკვეთებზე სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოების ხელშეწყობის პროგრამის“  პირობები გაუმჯობესდა

„ირიგაციით უზრუნველყოფილ მიწის ნაკვეთებზე სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოების ხელშეწყობის პროგრამის“ პირობები გაუმჯობესდა

საქართველოს მთავრობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, „ირიგაციით...