სააგენტოს ბენეფიციარები AgroNet -ის შესაძლებლობებს გაეცნენ

დაინტერესებული მხარეებისთვის შეხვედრა პროექტის სავაჭრო შესაძლებლობების პილოტირება სოფლის მეურნეობაში თანამედროვე ინოვაციური ონლაინ პლატფორმის შექმნით - AgroNet ფარგლებში, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) ორგანიზებით და ა(ა)იპ სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოსთან მჭიდრო თანამშრომლობით გაიმართა.
პროექტის მიზანია სოფლის მეურნეობასა და მასთან დაკავშირებულ სფეროებში სავაჭრო შესაძლებლობების გაძლიერება და მოდერნიზება თანამედროვე ინოვაციური ონლაინპლატფორმის AgroNet შექმნითა და პილოტირების გზით.
პროექტის განმახორციელებლები არიან საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA) და მისი პარტნიორი ორგანიზაციები: ელვა საზოგადოებრივი ჩართულობა (ELVA), ვარნას ეკონომიკური განვითარების სააგენტო (VEDA) და სმარტ განვითარების ცენტრი (SMART). პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.
შეხვედრის ფარგლებში გაფორმდება თანამშრომლობის მემორანდუმი საქართველოს საზოგადოებრივ ინსტიტუტსა და ა(ა)იპ სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს შორის, რაც ხელს შეუწყობს კერძო სექტორის ჩართულობას პროექტით გათვალისწინებულ აქტივობებში.

სხვა სიახლეები

ყველას ნახვა
საქართველოს სხვადასხვა რეგიონში არასტანდარტულ ვაშლს ხილის გადამმუშავებელი 15 საწარმო იბარებს

საქართველოს სხვადასხვა რეგიონში არასტანდარტულ ვაშლს ხილის გადამმუშავებელი 15 საწარმო იბარებს

მიმდინარე წლის 9 სექტემბრიდან 25 ნოემბრის მდგომარეობით, სახელმწიფო პროგრამაში...
პროგრამის „დანერგე მომავალი“  ბაღების კომპონენტში  მონაწილეობისთვის განაცხადების მიღება გაზრდილი თანადაფინანსებით იწყება

პროგრამის „დანერგე მომავალი“ ბაღების კომპონენტში მონაწილეობისთვის განაცხადების მიღება გაზრდილი თანადაფინანსებით იწყება

სოფლის განვითარების სააგენტო სახელმწიფო პროგრამაში „დანერგე...