გურიაში, რძის გადამმუშავებელი კოოპერაციული საწარმო შეიქმნა

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზოტში, სახელმწიფოს მხარდაჭერით სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივმა  “ულეველა“  თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი რძის გადამამუშავებელი საწარმო მოაწყო. 

კოოპერატივს, სოფლის განვითარების სააგენტოს  კოოპერატივების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში 95%-იანი თანადაფინანსებით 130,000 ლარის ღირებულების რძის მიმღებ-გადამმუშავებელი საწარმოო დანადგარები გადაეცა, ტექნიკური დახმარების პროგრამის ფარგლებში კი საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების HACCP სისტემა დანერგა. კოოპერატივი  ულეველა შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტით სარგებლობს. 

„ულეველას“ კოოპერაციულ საწარმოში წლიურად 45 ტონა რძის გადამუშავებაა შესაძლებელი.  პროდუქციის რეალიზება ადგილობრივ ბაზარზე  ხორციელდება. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი 40 ადგილობრივ წევრს აერთიანებს.

სოფლის განვითარების სააგენტოს მიერ რძის გადამმუშავებელი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში რძის გადამამუშავებელი  29 კოოპერაციული  საწარმოს შექმნა დაფინანსდა.  

სხვა სიახლეები

ყველას ნახვა
მაღალმთიან დასახლებებში სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების პროგრამაში“ განაცხადების მიღება 2024 წლის 21 მაისის 12:00 საათზე დაიწყება

მაღალმთიან დასახლებებში სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების პროგრამაში“ განაცხადების მიღება 2024 წლის 21 მაისის 12:00 საათზე დაიწყება

მაღალმთიან დასახლებებში სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების...
სოფლის განვითარების სააგენტომ  აგრარულ საკითხთა კომიტეტს 2023 წლის საქმიანობის  ანგარიში გასვლით სხდომაზე წარუდგინა

სოფლის განვითარების სააგენტომ აგრარულ საკითხთა კომიტეტს 2023 წლის საქმიანობის ანგარიში გასვლით სხდომაზე წარუდგინა

ქ. მცხეთაში გამართულ საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის გასვლით...