საერთაშორისო გამოფენაზე U.S. Private Label Trade 6 ქართული კომპანია იყო წარმოდგენილი

სოფლის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერითა და USAID AGRICULTURE PROGRAM-ის ხელშეწყობით 6-მა ქართულმა კომპანიამ საკუთარი პროდუქცია დამთვალიერებლებს საერთაშორისო გამოფენაზე U.S. Private Label Trade Show წარუდგინა.

გამოფენაზე ქართული სტენდი პირველად იყო წარმოდგენილი.

U.S. Private Label Trade Show 12-14 ნოემბერს ქალაქ ჩიკაგოში, აშშ-ში ჩატარდა.

ქართულ სტენდზე წარმოდგენილი იყო კომპანიების - Nutsge, ფარკონი, ჯეოფლაუერი, ბატონო, ცეზარი და მაისი - წარმოებული თხილი, სუნელები, დაფნა, ჩაი, ჯემი, კომპოტი, ყველი და ნატურალური წვენები. 

გამოფენა, ქართულ კომპანიებს აშშ-ისა და კანადის კერძო სავაჭრო ინდუსტრიების ბაზრებზე წვდომის შესაძლებლობას აძლევს.

გამოფენაზე, ქართული სტენდი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, თენგიზ ნასარიძემ, სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორმა დავით წითლიძემ, ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საელჩოს ეკონომიკურმა მრჩეველმა თორნიკე ნიკვაშვილმა და USAID AGRICULTURE PROGRAM-ის ხელმძღვანელმა ლუიზა ნამიჩეიშვილმა დაათვალიერეს.

გამოფენის ფარგლებში, მწარმოებლებს საშუალება აქვთ დაამყარონ ახალი კონტაქტები, გაზარდონ საექსპორტო შესაძლებლობები და აწარმოონ მოლაპარაკებები მსოფლიო ბრენდებთან პროდუქციის საერთო ბრენდის ქვეშ გაერთიანების შესახებ, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს მწარმოებლების მარკეტინგულ ხარჯებს. 

U.S. Private Label Trade გამოფენის 25 პავილიონში მსოფლიოს 55 ქვეყნიდან 1500-ზე მეტი კომპანია მონაწილეობდა.

 

სხვა სიახლეები

ყველას ნახვა
მაღალმთიან დასახლებებში სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების პროგრამაში“ განაცხადების მიღება 2024 წლის 21 მაისის 12:00 საათზე დაიწყება

მაღალმთიან დასახლებებში სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების პროგრამაში“ განაცხადების მიღება 2024 წლის 21 მაისის 12:00 საათზე დაიწყება

მაღალმთიან დასახლებებში სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების...
სოფლის განვითარების სააგენტომ  აგრარულ საკითხთა კომიტეტს 2023 წლის საქმიანობის  ანგარიში გასვლით სხდომაზე წარუდგინა

სოფლის განვითარების სააგენტომ აგრარულ საკითხთა კომიტეტს 2023 წლის საქმიანობის ანგარიში გასვლით სხდომაზე წარუდგინა

ქ. მცხეთაში გამართულ საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის გასვლით...