სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისთვის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების პროგრამა

პროგრამაში განაცხადები მიიღება  2025 წლის 29 აპრილის 12 საათიდან შესაბამისი ბიუჯეტის (2,000,000 ლარი) ამოწურვამდე


პროგრამის
 მიზანია სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის ხელშეწყობა და მათთვის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა.

პროგრამის ამოცანაა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისთვის, თანადაფინანსების გზით, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შესასყიდად საჭირო ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა.

პროგრამა ითვალისწინებს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ტრაქტორის (არანაკლებ 20 და არაუმეტეს 100 ც/ძ-ის სიმძლავრის) და ტრაქტორზე მისაბმელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების იმპლემენტ(ებ)ის თანადაფინანსებას. 

თანადაფინანსების მოცულობა, შეადგენს შესასყიდი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ღირებულების არაუმეტეს 50%-ს, მაქსიმუმ 100,000 ლარს. 

პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაციის სანახავად ეწვიეთ ბმულს.

სხვა სიახლეები

ყველას ნახვა
ამსტერდამში გამართულ საერთაშორისო გამოფენაზე World of Private Label International Trade Show საქართველოს პავილიონი იყო წარმოდგენილი

ამსტერდამში გამართულ საერთაშორისო გამოფენაზე World of Private Label International Trade Show საქართველოს პავილიონი იყო წარმოდგენილი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერითა და სოფლის...
სოფლის განვითარების სააგენტოს თანამშრომლებს თურქი კოლეგები თურქეთის სასოფლო-სამეურნეო დაზღვევის ფონდის (TARSIM) საქმიანობის წარმატებულ გამოცდილებას გაუზიარებენ

სოფლის განვითარების სააგენტოს თანამშრომლებს თურქი კოლეგები თურქეთის სასოფლო-სამეურნეო დაზღვევის ფონდის (TARSIM) საქმიანობის წარმატებულ გამოცდილებას გაუზიარებენ

ტრენინგები  სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილემ გიორგი...