სოფლის განვითარების სააგენტო თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში აგროქულების მიზნობრივ ხარჯვას გაუწევს მონიტორინგს

თხილის წარმოების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა ითვალისწინებს თხილის მოვლა-მოყვანისთვის საჭირო აგროქიმიკატებისა და პესტიციდების ღირებულების სუბსიდირებას. სოფლის განვითარების სააგენტოს მხრიდან კონტროლის მექანიზმის გამკაცრება ითვალისწინებს პროცედურას, რომლითაც აგრომაღაზიები  ვალდებულები იქნებიან, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებით განსაზღვრული პროდუქციის რეალიზაციის სისტემური აღრიცხვა განახორციელონ. 

ქ. ზუგდიდში გამართულ შეხვედრას, სადაც  აგრომაღაზიების წარმომადგენლებს თხილის წარმოების პროგრამის ფარგლებში დარიცხული აგროქულების განაღდების  სპეციალური პირობები გააცნეს სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილე ნატალია ხარატიშვილი  და ქ.ზუგდიდის მერი მამუკა წოწერია ესწრებოდნენ. 

„იმისათვის რომ ფერმერებმა თხილის ხარისხიანი მოსავალი მიიღონ, მნიშვნელოვანია აგროვადების გათვალისწინებით მოხდეს ბაღებში შესაბამისი ღონისძიებების გატარება და მიზნობრივად იქნეს გამოყენებული სახელმწიფო დახმარება.  აგრომაღაზიების წარმომადგნელებს გავაცანით პირობები, რომლის მიხედვითაც დარიცხული სუბსიდიის განაღდებისას უნდა იმოქმედონ“, - განაცხადა სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილემ ნატალია ხარატიშვილმა. 

პროგრამით დადგენილი პირობით, ფერმერები, რომელთაც საკუთრებაში ან/და ფაქტობრივ მფლობელობაში  აქვთ  თხილის ბაღი,   არანაკლებ  0.2 ჰა  და არაუმეტეს 3 ჰა.   სახელმწიფოსგან ჰექტარზე 500 ლარიან დახმარებას  მიიღებენ.

პროგრამაში ჩართულ პირებზე სუბსიდია გაიცემა ლიბერთი ბანკის  აგრობარათზე შესაბამისი ქულების დარიცხვით. ქულების განაღდების პროცესი მიმდინარე წლის მარტის თვიდან დაიწყება და  მისი გამოყენება შესაძლებელი იქნება  2024 წლის 31 აგვისტოს ჩათვლით საქართველოს მასშტაბით მოქმედ  500-ზე მეტ სპეციალიზებულ აგრომაღაზიაში.  

სხვა სიახლეები

ყველას ნახვა
სოფლის განვითარების სააგენტო „მერძევეობის დარგის მოდერნიზაციის და ბაზარზე წვდომის პროგრამაში” განაცხადების მიღებას განაახლებს

სოფლის განვითარების სააგენტო „მერძევეობის დარგის მოდერნიზაციის და ბაზარზე წვდომის პროგრამაში” განაცხადების მიღებას განაახლებს

პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად განაცხადების მიღება მიმდინარე წლის 30 ივლისის...
გურიისა და იმერეთის რეგიონებში დიდთოვლობის შედეგად დაზარალებული ფერმერული მეურნეობების დახმარების პროგრამა - "რადიო იმედი"

გურიისა და იმერეთის რეგიონებში დიდთოვლობის შედეგად დაზარალებული ფერმერული მეურნეობების დახმარების პროგრამა - "რადიო იმედი"

გურიისა და იმერეთის რეგიონებში დიდთოვლობის შედეგად დაზარალებული ფერმერული...
სოფლის განვითარების სააგენტო დიდთოვლობით დაზარალებული ბენეფიციარების დასახმარებლად განაცხადების მიღებას იწყებს

სოფლის განვითარების სააგენტო დიდთოვლობით დაზარალებული ბენეფიციარების დასახმარებლად განაცხადების მიღებას იწყებს

იმერეთისა და გურიის რეგიონში, მიმდინარე წლის თებერვალში დიდთოვლობით...