ფერმერებისთვის აგროსამუშაოების ამინდის გათვალისწინებით განხორციელების რეკომენდაციების ციფრულ პლატფორმაზე მუშაობა გრძელდება

ციფრული აგროპლატფორმის პროტოტიპის პირველადი ვერსიის პრეზენტაცია პროგრამის „მრავალმხრივი საფრთხეების ადრეული გაფრთხილების სისტემის გაფართოება და კლიმატთან დაკავშირებული ინფორმაციის გამოყენება საქართველოში“ სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე გაიმართა. შეხვედრას  სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორის  პირველი მოადგილე გიორგი ფანცულაია და დირექტორის მოადგილე გიორგი ჯიბლაძე ესწრებოდნენ.

სამუშაო ჯგუფის წევრებს საერთაშორისო კონსულტანტმა  კვანგ-ჰიუნ კიმმა ვებ-აპლიკაციაზე დაფუძნებული GECSA-ს  ციფრული აგროპლატფორმის პროტოტიპის პირველადი ვერსია  წარუდგინა. 

პლატფორმა, რომლის სატესტო ვერსია  ხელმისაწვდომი 2024 წლის შემოდგომიდან იქნება, ფერმერებს  მიაწვდის რეკომენდაციებს მოსალოდნელი ამინდის გათვალისწინებით ჩასატარებელი  აგროსამუშაოების  განხორციელების შესახებ.

გასატარებელი აგროოპერაციების შესახებ რეკომენდაციები დაეგზავნება პროგრამის მიზნობრივი რეგიონებიდან, კახეთიდან და შიდა ქართლიდან, შერჩეული კულტურების, კერძოდ, ვაშლის, ვაზის, ატმისა და ნექტარინას, ხორბლის, სიმინდის მწარმოებლებს, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის  რაოდენობრივი და ხარისხობრივი ზრდის უზრუნველსაყოფად.

პროგრამის  სამუშაო ჯგუფის შეხვედრას სოფლის განვითარების სააგენტოს, სურსათის ეროვნული სააგენტოს და  გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) წარმომადგენლები  ესწრებოდნენ.

აღნიშნული პროგრამა  პროექტის „კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში“ ნაწილია, რომელიც   ხორციელდება  გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მიერ, კლიმატის მწვანე ფონდის (GCF), საქართველოს, შვედეთისა და შვეიცარიის მთავრობების ხელშეწყობით.    

სხვა სიახლეები

ყველას ნახვა
მაღალმთიან დასახლებებში სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების პროგრამაში“ განაცხადების მიღება 2024 წლის 21 მაისის 12:00 საათზე დაიწყება

მაღალმთიან დასახლებებში სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების პროგრამაში“ განაცხადების მიღება 2024 წლის 21 მაისის 12:00 საათზე დაიწყება

მაღალმთიან დასახლებებში სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების...
სოფლის განვითარების სააგენტომ  აგრარულ საკითხთა კომიტეტს 2023 წლის საქმიანობის  ანგარიში გასვლით სხდომაზე წარუდგინა

სოფლის განვითარების სააგენტომ აგრარულ საკითხთა კომიტეტს 2023 წლის საქმიანობის ანგარიში გასვლით სხდომაზე წარუდგინა

ქ. მცხეთაში გამართულ საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის გასვლით...