ბაქოში საერთაშორისო გამოფენაზე „CASPIAN AGRO 2025” ქართული პავილიონი იყო წარმოდგენილი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერითა და სოფლის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, აზერბაიჯანის რესპუბლიკაში,  ქ. ბაქოში, სოფლის მეურნეობის საერთაშორისო გამოფენაზე „CASPIAN AGRO 2025“ 7 ქართულმა კომპანიამ დამთვალიერებელს საკუთარი წარმოების სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია გააცნო. 

საქართველოს სტენდზე წარმოდგენილი იყო კომპანიების ,,აჩინებული", ,,ჰობი", ,,რჩეული", ,,სადილი", ,,კულა", ,,ვინიტორი მუკუზნის მეღვინეობა" , ,,ჯეოფერტი" წარმოებული ქართული ღვინო, თაფლი, საკონსერვო ნაწარმი, ნატურალური წვენები, ტყემალი, აჯიკა, ჩაი და სხვა. 

ბაქოში გამართულ გამოფენას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, მინისტრის მოადგილე ლაშა დოლიძე, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ზურაბ პატარაძე და სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორი გიორგი დარჩია ესწრებოდნენ. 

მიმდინარე წელს, გამოფენაში მონაწილეობას 30-ზე მეტი ქვეყანა და სოფლის მეურნეობის სექტორში მოქმედი 450-მდე ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანია იღებდა.

სხვა სიახლეები

ყველას ნახვა
ამსტერდამში გამართულ საერთაშორისო გამოფენაზე World of Private Label International Trade Show საქართველოს პავილიონი იყო წარმოდგენილი

ამსტერდამში გამართულ საერთაშორისო გამოფენაზე World of Private Label International Trade Show საქართველოს პავილიონი იყო წარმოდგენილი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერითა და სოფლის...
სოფლის განვითარების სააგენტოს თანამშრომლებს თურქი კოლეგები თურქეთის სასოფლო-სამეურნეო დაზღვევის ფონდის (TARSIM) საქმიანობის წარმატებულ გამოცდილებას გაუზიარებენ

სოფლის განვითარების სააგენტოს თანამშრომლებს თურქი კოლეგები თურქეთის სასოფლო-სამეურნეო დაზღვევის ფონდის (TARSIM) საქმიანობის წარმატებულ გამოცდილებას გაუზიარებენ

ტრენინგები  სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილემ გიორგი...