აშშ-ში, ქ. ჩიკაგოში გამართულ საერთაშორისო გამოფენაზე U.S. PRIVATE LABEL TRADE ქართული სტენდი იყო წარმოდგენილი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერითა და სოფლის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, ამერიკის შეერთებულ შტატებში, ქ. ჩიკაგოში,  გამოფენაზე U.S. Private Label Trade Show ექვსმა ქართულმა კომპანიამ დამთვალიერებელს საკუთარი წარმოების სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია გააცნო.

საქართველოს სტენდზე წარმოდგენილი იყო კომპანიების:  „აჩინებული“, „კულა“, „არომა პროდაქთსი“, „აქუა გეო“, „რუისპირი“  და „როიალნათსი“ წარმოების ორგანული წვენები, თხილი, ღვინო, წყალი, ხილისა და ბოსტნეულის საკონსერვო ნაწარმი.

გამოფენის გახსნას სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორის პირველი  მოადგილე გიორგი ფანცულაია და დირექტორის მოადგილე გიორგი ჯიბლაძე ესწრებოდნენ. 

U.S. Private Label Trade Show ერთ-ერთი უმსხვილესი გამოფენაა. მიმდინარე წელს გამოფენაში 1,700-ზე მეტმა ადგილობრივმა თუ საერთაშორისო კომპანიამ მიიღო მონაწილეობა 60-ზე მეტი ქვეყნიდან

სხვა სიახლეები

ყველას ნახვა
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროგრამა - ,,სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა"

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროგრამა - ,,სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა"

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტრო 2026 წელს...
მრავალწლოვანი ბაღების გაშენებით დაინტერესებულ ფერმერებს პროგრამაში „დანერგე მომავალი“ მონაწილეობისთვის განაცხადების წარდგენა სოფლის განვითარების სააგენტოში  მიმდინარე წლის 28 თებერვლის ჩათვლით შეუძლიათ

პროგრამის „დანერგე მომავალი“ ბაღების კომპონენტის ფარგლებში...