შიდა ქართლის რეგიონში საპილოტე პროგრამის პრეზენტაცია ჩატარდა

სოფლის განვითარების სააგენტო, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით პროგრამას  „მრავალმხრივი საფრთხეების ადრეული გაფრთხილების სისტემის გაფართოება და კლიმატთან დაკავშირებული ინფორმაციის გამოყენება საქართველოში“ ახორციელებს. 

პროგრამა  გულისხმობს   კახეთსა და შიდა ქართლში გავრცელებული ძირითადი სასოფლო-სამეურნეო კულტურების მწარმოებლებისათვის ამინდის გათვალისწინებით შემუშავებული აგრორეკომენდაციების მიწოდებას. 

შიდა ქართლის რეგიონში პროექტის დაწყებასთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებას სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორი დავით წითლიძე და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ადრეული გაფრთხილების სისტემის პროექტის ეროვნული კოორდინატორი ქეთევან სხირელი ესწრებოდნენ. 

გაიმართა აგრო-მეტეოროლოგიური სერვისებისთვის  GECSA-ს სისტემით შექმნილი  ციფრული პლატფორმის   პრეზენტაცია და პროგრამის ფარგლებში მიმდინარე საბაზისო კვლევის შეალედური შედეგების წარდგენა.  

გარემოს ეროვნული სააგენტოს, სურსათის ეროვნული სააგენტოსა და სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის წარმომადგნელებმა პროგრამაში ჩართულობასთან დაკავშირებით პრეზენტაციები წარმოადგინეს. 

პროგრამის  ფარგლებში ფერმერებისათვის აგრორეკომენდაციები ხელმისაწვდომი  2024 წლის შემოდგომიდან იქნება.

პროექტი „მრავალმხრივი საფრთხეების ადრეული გაფრთხილების სისტემის გაფართოება და კლიმატთან დაკავშირებული ინფორმაციის გამოყენება საქართველოში“ ხორციელდება კლიმატის მწვანე ფონდის (GCF) და საქართველოს, შვედეთისა და შვეიცარიის მთავრობების ხელშეწყობით.    

 

სხვა სიახლეები

ყველას ნახვა
საქართველოს სხვადასხვა რეგიონში არასტანდარტულ ვაშლს ხილის გადამმუშავებელი 15 საწარმო იბარებს

საქართველოს სხვადასხვა რეგიონში არასტანდარტულ ვაშლს ხილის გადამმუშავებელი 15 საწარმო იბარებს

მიმდინარე წლის 9 სექტემბრიდან 25 ნოემბრის მდგომარეობით, სახელმწიფო პროგრამაში...
პროგრამის „დანერგე მომავალი“  ბაღების კომპონენტში  მონაწილეობისთვის განაცხადების მიღება გაზრდილი თანადაფინანსებით იწყება

პროგრამის „დანერგე მომავალი“ ბაღების კომპონენტში მონაწილეობისთვის განაცხადების მიღება გაზრდილი თანადაფინანსებით იწყება

სოფლის განვითარების სააგენტო სახელმწიფო პროგრამაში „დანერგე...