ამსტერდამში გამართულ საერთაშორისო გამოფენაზე World of Private Label International Trade Show ქართული სტენდი იყო წარმოდგენილი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერითა და სოფლის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, ნიდერლანდებში, ქალაქ ამსტერდამში გამართულ   გამოფენაზე World of Private Label International Trade Show ქართული სტენდი პირველად იყო წარმოდგენილი

გამოფენაში მონაწილეობა მიიღეს ქართულმა კომპანიებმა  ნათსჯი, კულა, ბატონო,  არომაპროდაქტი,  მაისი 2020, კამპა, ველინგტონი და ჩემპი, რომლებმაც გამოფენის სტუმრებს ქართული აგროპროდუქცია: თხილი, წვენები, ჩიფსები, ჯემები და კომპოტები გააცნეს. 

ამსტერდამში გამართულ გამოფენას სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორი დავით წითლიძე და ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დავით სოლომონია ესწრებოდნენ. 

„ევროკავშირის ბაზარი არის სტრატეგიული მიმართულება ქართული პროდუქციის ექსპორტისთვის. ამსტერდამში გამართულ საერთაშორისო გამოფენაზე, სადაც ქართული სტენდი სოფლის განვითარების სააგენტოს ორგანიზებითა იყო  მოწყობილი, პროდუქცია 8 ქართულმა კომპანიამ წარადგინა, რაც კარგი შესაძლებლობაა ქართული კომპანიებისთვის, დაამყარონ კავშირები და განავითარონ ექსპორტი პრიორიტეტული მიმართულებებით“,  -  განაცხადა სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორმა დავით წითლიძემ. 

როგორც ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა  დავით სოლომონიამ  აღნიშნა,   ამსტერდამში გამართულ ერთ-ერთ მასშტაბურ გამოფენაზე ქართული მხარის  მონაწილეობა მნიშვნელოვანია საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირებისა და ევროკავშირის ბაზარზე წვდომის კუთხით. 

ქ. ამსტერდამში გამართულ გამოფენაში World of Private Label International Trade Show   მონაწილეობას იღებდა 3 000-მდე კომპანია 73  ქვეყნიდან,  მოწყობილი იყო  60-ზე მეტი საერთაშორისო და რეგიონული პავილიონი. 

გამოფენაში მონაწილეობდნენ როგორც საკვები და სასმელი პროდუქციის, ასევე საყოფაცხოვრებო, ჯანმრთელობისა და თავის მოვლის საშუალებების სექტორის წარმომადგენლები.

სხვა სიახლეები

ყველას ნახვა
სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორმა ქვემო ქართლის  რეგიონული სამსახურის 2025 წლის ანგარიში მოისმინა

სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორმა ქვემო ქართლის რეგიონული სამსახურის 2025 წლის ანგარიში მოისმინა

სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორი ზურაბ გოზალიშვილი სააგენტოს ქვემო...
ციფრული აპლიკაცია „საქართველოს სოფლის მეურნეობის კლიმატური სერვისი“  (GECSA) ხელმისაწვდომია შიდა  ქართლის და კახეთის რეგიონში

ციფრული აპლიკაცია „საქართველოს სოფლის მეურნეობის კლიმატური სერვისი“ (GECSA) ხელმისაწვდომია შიდა ქართლის და კახეთის რეგიონში

აპლიკაციის  პრეზენტაციას, რომელიც ფერმერებისთვის აგროსამუშაოების ამინდის...
სოფლის განვითარების სააგენტო, 2026 წელს, ქართულ პავილიონებს 11 საერთაშორისო გამოფენაზე მოაწყობს

სოფლის განვითარების სააგენტო, 2026 წელს, ქართულ პავილიონებს 11 საერთაშორისო გამოფენაზე მოაწყობს

სოფლის განვითარების სააგენტომ 2026 წელს დაგეგმილი იმ საერთაშორისო გამოფენების...
სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორმა ზურაბ გოზალიშვილმა შიდა ქართლის რეგიონული სამსახურის თანამშრომლებთან  სამუშაო შეხვედრა გამართა

სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორმა ზურაბ გოზალიშვილმა შიდა ქართლის რეგიონული სამსახურის თანამშრომლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

სააგენტოს დირექტორმა შიდა ქართლის რეგიონული სამსახურის ხელმძღვანელისაგან...