US Private Label Trade Show საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობისთვის რეგისტრაცია 23 ივნისს დაიწყება

2023 წლის 12 - 14 ნოემბერს ქალაქ ჩიკაგოში, აშშ-ში გაიმართება U.S. Private Label Trade Show.

გამოფენაში მონაწილეობას იღებს 1,000-ზე მეტი კომპანია 40-მდე ქვეყნიდან, მათ შორის იქნება 25-მდე საერთაშორისო პავილიონი. აღნიშნული ღონისძიება დაინტერესებულ პირებს აშშ-ის და კანადის კერძო სავაჭრო ინდუსტრიების ბაზრებზე წვდომის შესაძლებლობას აძლევს.  

გამოფენაზე იქნებიან როგორც საკვები და სასმელი პროდუქციის, ასევე საყოფაცხოვრებო, ჯანმრთელობისა და თავის მოვლის საშუალებების სექტორის წარმომადგენლები.

ა(ა)იპ - სოფლის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, გამოფენაში მონაწილეობა შეეძლებათ მხოლოდ გადამამუშავებელ კომპანიებს, რომლებიც აწარმოებენ საკვებ ან/და სასმელ  პროდუქციას.

სხვა სიახლეები

ყველას ნახვა
ამსტერდამში გამართულ საერთაშორისო გამოფენაზე World of Private Label International Trade Show საქართველოს პავილიონი იყო წარმოდგენილი

ამსტერდამში გამართულ საერთაშორისო გამოფენაზე World of Private Label International Trade Show საქართველოს პავილიონი იყო წარმოდგენილი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერითა და სოფლის...
სოფლის განვითარების სააგენტოს თანამშრომლებს თურქი კოლეგები თურქეთის სასოფლო-სამეურნეო დაზღვევის ფონდის (TARSIM) საქმიანობის წარმატებულ გამოცდილებას გაუზიარებენ

სოფლის განვითარების სააგენტოს თანამშრომლებს თურქი კოლეგები თურქეთის სასოფლო-სამეურნეო დაზღვევის ფონდის (TARSIM) საქმიანობის წარმატებულ გამოცდილებას გაუზიარებენ

ტრენინგები  სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილემ გიორგი...