პროექტს „პროფესიული განათლების სისტემის მოდერნიზება საქართველოს სოფლის მეურნეობაში“ (VET) სოფლის განვითარების სააგენტო განახორციელებს

პროექტის განხორციელების ახალი ფაზის დაწყებასთან დაკავშირებით გამართულ  კონფერენციას  საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე თენგიზ ნასარიძე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაზა შავაძე, გაეროს განვითარების პროგრამის “პროფესიული განათლებისა და ექსტენციის მოდერნიზება საქართველოს სოფლის მეურნეობაში’’ მენეჯერი ელენე ცხაკაია  და სამხრეთ კავკასიაში შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისის პროექტის კოორდინატორი თეიმურაზ ხომერიკი ესწრებოდნენ.  

„მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ პროექტის „პროფესიული განათლების სისტემის მოდერნიზება საქართველოს სოფლის მეურნეობაში“ (VET) ორი ფაზა უკვე განხორციელდა გაეროს განვითარების პროგრამის მიერ, რომლის ფარგლებშიც, ჩვენმა  ექსტენციის სამსახურებმა მნიშვნელოვანი  ტექნიკური მხარდაჭერა მიიღეს. მესამე ფაზის განმახორციელებელი უშუალოდ სოფლის განვითარების სააგენტო იქნება.  ეს არის საკმაოდ კომპლექსური პროექტი, რომელიც მოიცავს როგორც ექსტენციის თანამშრომლების გადამზადებას, ასევე ფერმერებისთვის  საუკეთესო თანამედროვე პრაქტიკის მაქსიმალურ ხელმისაწვდომობას და იმ თანამედროვე მიდგომების პოპულარიზაციას, რომელიც უზრუნველყოფს სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მაღალპროდუქტიულობასა და ხარისხის გაუმჯობესებას“, -  განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ თენგიზ ნასარიძემ.

პროექტის „პროფესიული განათლების სისტემის მოდერნიზება საქართველოს სოფლის მეურნეობაში“  მიზანია სასოფლო-სამეურნეო საექსტენციო  მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების ხელშეწყობა, რაც გულისხმობს ინოვაციური და კლიმატგონივრული ტექნოლოგიების შესახებ ინფორმაციზე ხელმისაწვდომის ზრდას  და ციფრული ექსტენციის სერვისების დანერგვას. 

კონფერენციის ფარგლებში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სოფლის განვითარების სააგენტოს  შორის მემორანდუმი გაფორმდა. უწყებებს შორის თანამშრომლობა ითვალისწინებს სოფლის განვითარების სააგენტოს  შესაბამისი სამსახურების გამოცდილების გაზიარებას  აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში მცხოვრები ფერმერებისათვის საექსტენციო მომსახურების გაძლიერების მიზნით. მემორანდუმს ხელი სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორმა დავით წითლიძემ და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ზაზა შავაძემ მოაწერეს. 

სხვა სიახლეები

ყველას ნახვა
მაღალმთიან დასახლებებში სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების პროგრამაში“ განაცხადების მიღება 2024 წლის 21 მაისის 12:00 საათზე დაიწყება

მაღალმთიან დასახლებებში სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების პროგრამაში“ განაცხადების მიღება 2024 წლის 21 მაისის 12:00 საათზე დაიწყება

მაღალმთიან დასახლებებში სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების...
სოფლის განვითარების სააგენტომ  აგრარულ საკითხთა კომიტეტს 2023 წლის საქმიანობის  ანგარიში გასვლით სხდომაზე წარუდგინა

სოფლის განვითარების სააგენტომ აგრარულ საკითხთა კომიტეტს 2023 წლის საქმიანობის ანგარიში გასვლით სხდომაზე წარუდგინა

ქ. მცხეთაში გამართულ საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის გასვლით...