მერძევეობის დარგის მოდერნიზაციის და ბაზარზე წვდომის პროგრამაში განაცხადების მიღება 2024 წლის 5 თებერვლის 12 საათზე დაიწყება

მერძევეობის დარგის მოდერნიზაციის და ბაზარზე წვდომის პროგრამაში განაცხადების მიღება 2024 წლის 5 თებერვლის 12 საათზე დაიწყება. 

 ვეტერინარიის და ხელოვნური განაყოფიერების მიზნობრიობის შემთხვევაში პროგრამის ფარგლებში განაცხადების მიღება შესაძლებელი იქნება საქართველოს ყველა რეგიონიდან.

 რძის პირველადი წარმოება (ფერმის მოწყობა) შესაძლებელია შემდეგ რეგიონებში: ქვემო ქართლი, კახეთი, იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი, სამეგრელო-ზემო სვანეთი და სამცხე-ჯავახეთი, გურია, მცხეთა-მთიანეთი, შიდა ქართლი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა.

 რძის გადამამუშავებელი საწარმო და რძის შემგროვებელი პუნქტის შემთხვევაში განაცხადების მიღება შესაძლებელი იქნება  საქართველოს შემდეგი რეგიონებიდან: ქვემო ქართლი, კახეთი, იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი, სამეგრელო-ზემო სვანეთი და სამცხე-ჯავახეთი.

 „ალტერნატიული საქმიანობა ახალგაზრდებისთვის“ (არაუმეტეს 100 კვადრატული მეტრის სათბურის მოწყობა) მიზნობრიობის შემთხვევაში განაცხადების მიღება მოხდება შემდეგი რეგიონებიდან: სამცხე-ჯავახეთი, სამეგრელო-ზემო სვანეთი და იმერეთი.

მზის ენერგიაზე მომუშავე ელექტრო სადგურის მიზნობრიობის შემთხვევაში განაცხადების მიღება ამ ეტაპზე შეჩერებულია.

შეგახსენებთ, რომ პროგრამის მიზნობრიობები განსხვავდება რეგიონების მიხედვით და ითვალისწინებს შემდეგ მიმართულებებს:

  • რძის პირველადი წარმოება
  • ვეტერინარია და ხელოვნური განაყოფიერება
  • ალტერნატიული საქმიანობები ახალგაზრდებისთვის (კაცები 18-35 წელი, ხოლო ქალები 18-40 წლის ჩათვლით) 
  • რძის შემგროვებელი პუნქტი
  • რძის გადამამუშავებელი საწარმო
  • რძის შემგროვებელი პუნქტი საზაფხულო საძოვრებზე

 პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაციის სანახავად ეწვიეთ ბმულს

სხვა სიახლეები

ყველას ნახვა
ირიგაციით უზრუნველყოფილ მიწის ნაკვეთებზე სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოების ხელშეწყობის პროგრამა - გადაცემა "ბიზნეს პარტნიორი"

ირიგაციით უზრუნველყოფილ მიწის ნაკვეთებზე სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოების ხელშეწყობის პროგრამა - გადაცემა "ბიზნეს პარტნიორი"

პროგრამის შესახებ სოფლის განვითარების სააგენტოს პროექტების მართვისა და ტექნიკური...
„ირიგაციით უზრუნველყოფილ მიწის ნაკვეთებზე სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოების ხელშეწყობის პროგრამის“  პირობები გაუმჯობესდა

„ირიგაციით უზრუნველყოფილ მიწის ნაკვეთებზე სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოების ხელშეწყობის პროგრამის“ პირობები გაუმჯობესდა

საქართველოს მთავრობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, „ირიგაციით...