საუდის არაბეთში გამართულ სოფლის მეურნეობის საერთაშორისო გამოფენაზე 8 ქართული კომპანია იყო წარმოდგენილი

სოფლის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, ქ. რიადში, სოფლის მეურნეობის საერთაშორისო გამოფენაზე Saudi Agriculture International Trade Exhibition  8 ქართულმა კომპანიამ დამთვალიერებელს საკუთრი წარმოების სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია გააცნო.

მასშტაბური გამოფენის გახსნას სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორი დავით წითლიძე და  საუდის არაბეთის სამეფოში საქართველოს საელჩოს საქმეთა დროებითი რწმუნებული იოსებ გამგონიძე ესწრებოდნენ.

„ჩვენთვის საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირება მნიშნელოვანია.  საუდის არაბეთი არის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკის მქონე ქვეყანა. ადგილობრივ სავაჭრო ქსელში ქართული პროდუქტი იყიდება, თუმცა ასეთ მასშტაბურ საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობა, ვფიქრობ, მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქართული პროდუქციის ექსპორტის ზრდას როგორც საუდის არაბეთში, ასევე ახლო აღმოსავლეთში“, -აღნიშნა სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორმა დავით წითლიძემ. 

საქართველოს სტენდზე წარმოდგენილი იყო კომპანიების - აგროქიზიყი, წყალი მარგებლი, აჩინებული, ანიგოზი, ხონის პლანტაციები, კამპა, ჯიმანათსი და ცეზარი - წარმოებული   ქართული კაკალი, მოცვი, წყალი, მშრალი ხილი,  შეციებული ცხვრის ხორცი და ორგანული წვენები. 

Saudi Agriculture International Trade Exhibition საუდის არაბეთის უმსხვილესი გამოფენაა, რომელიც საუდის არაბეთის სამეფოს გარემოს დაცვის, წყლისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პატრონაჟით ხორციელდება. მიმდინარე წელს, გამოფენა მე-40-ედ ჩატარდა და მასში 40-მდე ქვეყანამ და 400-მდე ადგილობრივმა და საერთაშორისო კომპანიამ მიიღო მონაწილეობა. ყოველწლიურად, გამოფენის ვიზიტორთა რაოდენობა 18 000-ს აღწევს. გამოფენის მონაწილეებსა და დამთვალიერებლებს შესაძლებლობა აქვთ, გაეცნონ სოფლის მეურნეობასა და კვების მრეწველობაში არსებულ სიახლეებს - წამყვანი კომპანიების მიერ დანერგილ თანამედროვე ტექნოლოგიებსა და წარმოებულ ტექნიკას.

Saudi Agriculture International Trade Exhibition მიმდინარე წლის 23 ოქტომბერს დაიწყო და   26 ოქტომბერს დასრულდა. 

 

სხვა სიახლეები

ყველას ნახვა
მაღალმთიან დასახლებებში სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების პროგრამაში“ განაცხადების მიღება 2024 წლის 21 მაისის 12:00 საათზე დაიწყება

მაღალმთიან დასახლებებში სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების პროგრამაში“ განაცხადების მიღება 2024 წლის 21 მაისის 12:00 საათზე დაიწყება

მაღალმთიან დასახლებებში სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების...
სოფლის განვითარების სააგენტომ  აგრარულ საკითხთა კომიტეტს 2023 წლის საქმიანობის  ანგარიში გასვლით სხდომაზე წარუდგინა

სოფლის განვითარების სააგენტომ აგრარულ საკითხთა კომიტეტს 2023 წლის საქმიანობის ანგარიში გასვლით სხდომაზე წარუდგინა

ქ. მცხეთაში გამართულ საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის გასვლით...