საგარეო საქმეთა სამინისტროსთან თანამშრომლობით, ეკონომიკური დიპლომატიისადმი მიძღვნილი ღონისძიება სოფლის მეურნეობის პროდუქტების ექსპორტის ხელშეწყობის თემაზე გაიმართა

შეხვედრაზე განიხილეს  ქართული პროდუქციის უცხოურ ბაზრებზე გაყიდვების გაზრდის შესაძლებლობები და საგარეო უწყების მიერ ქართული ექსპორტის მხარდაჭერის გზები. შეხვედრაში მონაწილეობდნენ საქართველოში მოქმედი ექსპორტის ხელშეწყობის ასოციაციების,  სოფლის განვითარების სააგენტოსა და USAID-ის  სოფლის მეურნეობის პროგრამის ბენეფიციარი 30-მდე ექსპორტიორი კომპანიის წარმომადგენლები. 

სოფლის მეურნეობის საექსპორტო პროდუქციის მწარმოებლებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს  საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე ხვთისიაშვილმა,  გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ხანიშვილმა და USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის ხელმძღვანელმა, ლუიზა ნამიჩეიშვილმა.  

შეხვედრის ფარგლებში გაიმართა დისკუსია, რომლის მონაწილეებმაც  განიხილეს ქართული  მაღალკონკურენტუნარიანი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტის ხელშეწყობის მიმართულებები და იმსჯელეს საექსპორტო პროდუქციის მწარმოებელ კომპანიათა წინაშე მდგარ  გამოწვევებზე.  შეხვედრაზე ასევე შედგა ამ კომპანიების საექსპორტო პროდუქციის პრეზენტაცია.

სხვა სიახლეები

ყველას ნახვა
საქართველოს სხვადასხვა რეგიონში არასტანდარტულ ვაშლს ხილის გადამმუშავებელი 15 საწარმო იბარებს

საქართველოს სხვადასხვა რეგიონში არასტანდარტულ ვაშლს ხილის გადამმუშავებელი 15 საწარმო იბარებს

მიმდინარე წლის 9 სექტემბრიდან 25 ნოემბრის მდგომარეობით, სახელმწიფო პროგრამაში...
პროგრამის „დანერგე მომავალი“  ბაღების კომპონენტში  მონაწილეობისთვის განაცხადების მიღება გაზრდილი თანადაფინანსებით იწყება

პროგრამის „დანერგე მომავალი“ ბაღების კომპონენტში მონაწილეობისთვის განაცხადების მიღება გაზრდილი თანადაფინანსებით იწყება

სოფლის განვითარების სააგენტო სახელმწიფო პროგრამაში „დანერგე...